შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სერვისებითა და მომსახურებებით:
- ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
- ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
- დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
- ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
- მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
- სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;
- მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;
- მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა;
- დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
2016-2019 წლებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ ასევე „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში: ჯგუფური კონსულტირება, დასაქმების ფორუმები, მხარდაჭერითი დასაქმების და სუბსიდირების სერვისის მიწოდება.
2019 წლიდან 200 ლარამდე გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტის ოდენობა, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი განისაზღვრა 120 ლარით, ნაცვლად - 100 ლარისა.
2020 წლის იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების სოციალური პაკეტის ოდენობა, ხოლო ივლისის თვიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები დამატებით 30 ლარით გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ.
გარდა ამისა, თარიღთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა სადაც შშმ პირებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ცხოვრებისეულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიება საქართველოს მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების მეხუთე წელს მიეძღვნა. შშმ პირებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
მისი თქმით კონვენციის ხელმოწერიდან 5 წლის თავზე საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.
და ბოლოს ... იმედი მაქვს, რომ ყველამ ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ ვთქვათ - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი - შეუზღუდავი!