შეხვედრა გურიის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა და ამით გურიის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც დასრულდა.

მინისტრის მოადგილემ მათ სოფლის ექიმის პროგრამაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.

ასევე, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

თამარ გაბუნიამ ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც ისაუბრა და პროექტის წარმატებით მიმდინარეობაში ადგილობრივი ხელისუფლების როლი გამოჰყო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო საზოგადოებასთანაც შედგა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმუზლე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა