სეზონური გრიპის აცრა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის თვიდან იწყება, აცრების გაკეთება კი ოქტომბრიდანაა შესაძლებელი. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება კერძო კომპანიებში უკვე დაწყებულია, სახელმწიფო სექტორში კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაციაა მიჩნეული.

ჯერჯერობით კერძო სექტორში მიმდინარე ვაქცინა 3 ვალენტიანია, რაც გულისხმობს, რომ ის 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან იცავს ადამიანს. აღნიშნული ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზეა კერძო სექტორებში ჰოლანდიიდან შემოდის. შემდგომ ეტაპზე, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორშიც 4 ვალენტიანი ვაქცინები შემოვა, რომლის მწარმოებელიც ფრანგული კომპანიაა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა