სეზონური ალერგია(თივის ცხელება) - სიმპტომები, მიზეზები, მკურნალობა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ალერგია (ალერგიული რინიტი)თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს გარე ალერგენზე, მაგალითად, მტვერზე, რომელიც იწვევს შესაბამის რეაქციას. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია ის მცენარეები, რომელთა თესლებიც ქარის საშუალებით ვრცელება, ხეები, ბალახები, სარეველები და ა.შ. ნაკლებად იწვევს ალერგიულ რეაქციას მწერის გადაფრენის საშუალებით დამტვერილი მცენარის ნაყოფი, რადგან მტვერი ძალიან მძიმეა, რომ ჰაერში დიდხანს დარჩეს.
ალერგიას თივის ცხელებასაც უწოდებენ, რადგან ისტორიულად თივის ჭრის სეზონის დროს, ზაფხულის თვეებში, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მსგავსი სიმპტომები. სეზონური ალერგია ზამთარში ნაკლებად გვხვდება, თუმცა შესაძლებელია ალერგიული რინიტის სიმპტომების გაჩენა წლის ნებისმიერ მონაკვეთში. ამ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ჩივილების პროვოცირებისას დიდ როლს თამაშობს საცხოვრებელი გარემო, რადგან, მაგალითად, ობი და შინაური ცხოველის ბეწვი პოპულარული ალერგენებია.
სეზონური ალერგიის სიმპტომები
ამ შემთხვევაში ჩივილები, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმეა.
ალერგიული რინიტის გავრცელებული სიმპტომებია:
- ცემინება
- გამონაყარი და „გაგუდული“ ცხვირი
- ამღვრეული თვალები
- ქავილი ყელისა და ყურის მიდამოებში
- ყურის შეშუპება
- პოსტნაზალური დრენაჟი
ნაკლებად გავრცელებული:
- თავის ტკივილი
- ჰაერის უკმარისობა
- ხიხინი
- ხველა
„თივის ცხელების“ მქონე ბევრ ადამიანს აქვს ასთმა, ამიტომ თქვენმა სეზონურმა ალერგენებმა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ასთმის შეტევაც გამოიწვიოს.
სეზონური ალერგიის მიზეზები
ალერგიის დროს ადამიანის იმუნური სისტემა ამოიცნობს „სადესანტო“ ნივთიერებას, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში - ძალიან საშიში. რეაგირების შემდეგ გამოყოფილი ჰისტამინებისა და სხვა ქიმიკატების საშუალებით წარმოიქმნება ალერგიული რეაქციის სიმპტომები.
„თივის ცხელების“ გამოწვევები განსხვავებულია წელწადის დროების ცვალებადობის მიხედვით.
- გაზაფხული
ხის ჯიშების უმეტესობა „პასუხისმგებელია“ გაზაფხულის სეზონურ ალერგიათა გავრცელებაზე. არყი ჩრდილოეთ განედში ყველაზე გავრცელებული ალერგენია, ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე ამას ემატება კედარი, მურყანი, ტირიფი, ალვის ხე და სხვ.
- ზაფხული
„თივის ცხელებამ“ ეს სახელი მიიღი თივის ჭრის სეზონისგან, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის თვეებშია, თუმცა სინამდვილეში წელწადის ამ დროს მთავარი ალერგენი ბალახი და სარეველებია.
- შემოდგომა
შემოდგომა ამბროზიის სეზონია. მსოფლიოში ამ მცენარის 40-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთა უმეტესობაც იზრდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონში. ამბროზია ინვაზიური ბუნებისაა და მისი „კონტროლი“ ძნელია. ამ მცენარის მტვერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, და ამ შემთხვევაში შესაძლოა სიმპტომები განსაკუთრებით მწვავე იყოს. არსებობს სხვა მცენარეებიც, მაგალითად, ჭინჭარი, მუგორტები, მჟაუნა, რომლებიც ასევე შემოდგომით იმტვერებიან.
- ზამთარი
წელწადის ამ დროს ალერგენების უმეტესობა მიძინებულია, ამიტომ ცივი ამინდი ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ჩივილებისგან გარკვეულწილად ათავისუფლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ მცენარე არ იწვევს მძაფრ რეაქციას, ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანისთვის ხშირად უსამოვნოა ცხოველის ბეწვთან შეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალი დაავადების გადამტანი პატარა მწერის ნაკბენზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რათა სახლში შეამციროთ სახიფათო ალერგენების რაოდენობა?
- კვირაში ერთხელ მაინც გარეცხეთ თქვენი საწოლის თეთრეული ცხელი წყლით
- დაფარეთ საბნები და ბალიშები ალერგენგამძლე ზედაპირით
- მოიცილეთ ხალიჩები და დაზიანებული ავეჯი
- ყურადღება მიაქციეთ წყლის მილების დაზიანებას, რაც ხელს უწყობს ობის და ბაქტერიების გაჩენას
- ხშირად დაასუფთავეთ მაცივრისა და კონდიციონერის ზედაპირები
სეზონური ალერგიის ამოცნობა ჩვეულებრივ უფრო ადვილია, ვიდრე ქრონიკული ალერგიის, რადგან სიმპტომები წლის გარკვეულ დროს ჩნდება. როგორც წესი, შესაბამისი დიაგნოზის დასასმელად ექიმი ამოწმებს ყელ-ყურ-ცხვირის გამართულად მუშაობას. სეზონური ალერგიის ჩივილები ნამდვილად არასასიამოვნოა, ამიტომ თუ ეჭვი გაქვთ, დროულდ მიმართეთ ექიმს, რათა არ გართულდეს სიტუაცია.
„თივის ცხელების“ პროფელაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა სიმპტომების გამომწვევი ალერგენებისგან თავის დაცვა. ქარიან ამინდში კარგი იქნება თუ სახლიდან პირბადის გარეშე არ გახვალთ და მოერიდებით სიგარეტის კვამლის შესუნთქვასაც. სეზონური ალერგიის სამკურნალოდ ხელმისაწვდომია სხვადასხვა მედიკამენტი. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ მათგანს ძილიანობისა და თავბრუსხვევის გამოწვევა შეუძლია