საზღვარგარეთ მკურნალობის უპირატესობები
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ ვისაუბრებთ საზღვარგარეთ მკურნალობის უპირატესობებზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, თუ რა ტიპის მკურნალობაა ეს და ვინ ირჩევს მას. გასაგებია, რომ პოტენციური პაციენტებისთვის დასავლეთ ევროპიდან, ისრაელიდან და აშშ-დან, რომლებიც მიეჩვივნენ საკუთარ სამშობლოში არსებულ მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, პრიორიტეტული იქნება ფასი და სწრაფი ხელმისაწვდომობა მათთვის საჭირო და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მხრვი. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, დსთ-სა და სხვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია წვდომა მედიცინის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე და სამკურნალო პრეპარატებზე. მეორე მიზეზად პაციენტებმა ზოგადად შეიძლება მიუთითონ კონფიდენციალურობა და სერვისის მაღალი დონე, რაც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივად. აქვე უნდა აღინიშნოს პრესტიჟის მომენტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტების გარკვეული კატეგორიისთვის.
სამედიცინო მომსახურებების გლობალური ბაზარი ყოველდღიურად ახალ-ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს პაციენტებს. სამედიცინო ტურიზმის სფეროში მუშაობენ ათასობით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მიისწრაფვიან უზრუნველყონ მათთან მისული თითოეული პაციენტის მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
დღეისათვის პოტენციურ პაციენტს უცხოური სამედიცინო დაწესებულების არჩევაში ფართო შესაძლებლობა აქვს: ეს არის არამარტო კერძო კლინიკები, არამედ უმსხვილესი სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრები. თუ კერძო კლინიკები სახელმგანთქმულია კომფორტით და სერვისით, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო კლინიკებს შეუძლიათ შესთავაზონ პაციენტებს უახლესი სამედიცინი ტექნოლოგიები და მოწყობილობები, ასევე, რაც მთავარია, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო კლინიკებში ძირითადად მუშაობენ თავისი სფეროს წამყვანი სამედიცინო სპეციალისტები.
სამკურნალოდ გამგზავრებისას ყოველთვის ხდება დროის ფაქტორის გათვალისწიენება. საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ მიმავალი პაციენტი არ ელოდება თვეობით გეგმიურ ოპერაციას, ის თავად ირჩევს, როცა მზად არის ოპერაციისთვის (ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის რეკომენდაციის და სხავ ფაქტორებიდან გამომდინარე).
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის ცალკეული სახეობები და მეთოდები შესაძლოა კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პაციენტი ცხოვრობს. ეს შეზღუდვები შეიძლება უკავშირდებოდეს პაციენტის ასაკს, რელიგიას, ასევე საზოგადობრივ-მორალურ წესებს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ უნაყოფობის მკურნალობა სხვადასხვა რეპროდუქციული ტექნოლოგიის გამოყენებით (ეკგ სურგოატი დედის გამოყენებით, კვერცხუჯრედების დონაცია და ა.შ.), სქესის შეცვლის ოპერაციები, ხელოვნური ფეხმძიმობა, ქსოვილებისა და ორგანოების ტრანსპლანტაცია, ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მკურნალობა და სხვა. აღმოსავლეთი ზოგიერთ ქვეყანაში, კატეგორიულად მიუღებელია პლასტიკური ოპერაციების ჩატარებაც კი.
ბევრი პაციენტისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სამედიცინო მოვლა, განსაკუთრებით ოპერაციის, ქიმიო ან რადიო-თერაპიის შემდეგ, რისი მიღებაც სამშობლოში ხშირად არ შეუძლიათ. ზოგჯერ ასეთი მოვლა შეთავსებულია განსაკუთრებულ კლიმატთან. საკმაოდ ხშირად, სწორედ კლიმატი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს იმ ქვეყნის შერჩევისას, სადაც მკურნალობა უნდა ჩატარდეს.
განსაკუთრებული პირობები შეიძლება დასჭირდეთ რეაბილიტაციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების დროს იმ პაციენტებს, რომლებიც იტანჯებიან უკურნებელი დაავადებებით.
ხშირად მკურნალობისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პაციენტის გარესამყაროსგან ან არასასურველი ადამიანებისგან იზოლირება, მაგალითად, ასე ხდება ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისას. ასეთ და მსგავს შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ანონიმურობის მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფა.
საზღვარგარეთ მკურნალობის უპირატესობების ჩამოთვლა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა, ამ სფეროში მომუშავე პროვაიდერების ძირითათი ამოცანა არის პაციენტის უზრუნველყოფა და იმ ნეგატიური ფაქტორებისგან მაქსიმალური დაცვა, რომლებსაც ის შეიძლება შეეჯახოს საზღვარგარეთ მკურნალობის ძიებისა და შერჩევისას.
ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ჩვენი სამედიცინო ტურიზმის განყოფილება