საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის უპირატესობა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დღეისათვის მედიცინის ძირითად ამოცანას წარმოადგენს არა დაავადებების მკურნალობა, არამედ მათი დროულად გამოვლენა და პროფილაქტიკა. სწორად და დროულად დასმული დიაგნოზი დაავადებათა უმრავლესობის განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (WHO- World Health Organisation) თვლის, რომ ჯანდაცვის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის გამოკვლევების რეგულარული პროგრამები - როგორც კომპლექსური, ისე სპეციალიზირებული.

 

დიაგნოსტიკა დიდი ხანია რაც სამედიცინო ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომსახურება გახდა. ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ იმისათვის, რომ გაიაროს ორგანიზმის ან კონკრეტული ორგანოების ხარისხიანი გამოკვლევა. ამიტომ, ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ასევე აშშ-შ, ისრაელსა და თურქეთში, რომლებიც უცხოელ პაციენტებს ემსახურებიან, თავის საქმიანობაში დიაგნოსტიკა გახადა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

 

დიაგნოსტიკის ხარისხიანად და სწრაფად ჩატარებისათვის, სამედიცინო დაწესებულებები ყიდულობენ ულტრათანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებს და იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ზოგიერთ მოწყობილობის სახეობა შეიძლება საერთოდაც არ არსებობდეს პაციენტის საცხოვრებელ ქვეყანაში. 

 

სადიაგნოსტიკო პროგრამებს უცხოელი პაციენტებისთვის ჩვეულებრივ ადგენენ ისე, რომ ამქსიმალურად შეკვეცილი იყოს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი. გამოკვლევების შედეგები და ანალიზის პასუხები მზადდება ძალიან სწრაფად. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში შესაძლებელია დიაგნოსტიკის პასუხის მიღება, ხოლო ექიმ-დიაგნოსტიკოსის ან სხვა საჭირო სპეციალისტის კონსულტაციის მიღება შესაძლებელია მაშინვე.

 

სპეციალურად პაციენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩადიან, შემუშავებულია გამოკვლევების სხვადასხვა პროგრამები და თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები და ღირებულება. პაციენტებს საშუალება ეძლევათ კომპლექსური (საერთო) გამოკვლევის შემდეგ გააგრძელონ დიაგნოსტიკა კონკრეტული ორგანოების გამოკვლევის ფარგლებში. მაგალითად, სპეციალიზირებული ონკოლოგიური დიაგნოსტიკის პროგრამაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნების კლინიკებში ხშირად შედის შემდეგი მომსახურებები:

 

ექიმის კონსულტაცია და შემოწმება;

ლაბორატორიული კვლევების კომპლექსი (სისხლისა და შარდის ანალიზები);

ონკომარკერები;

მუცლის ღრუს უბგ (ულტრა ბგერითი გამოკვლევა);

კოლონოსკოპია;

გასტროსკოპია;

 

შემაჯამებელი გასაუბრება ექიმ-დიაგნოსტიკოსთან, გამოკვლევის შედეგების განხილვა, რეკომენდაციების გაცემა და დასკვნის გაფორმება.

 

ასეთი პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს, ხოლო ღორებულება - რამოდენიმე ათას ევროს (2-დან 4,5 ათასამდე). შესაძლოა ვინმეს ძვირად მოეჩვენოს ეს ფასი, თუმცა დიაგნოსტიკაზე თანხის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს და არც მიღებულია. მკურნალობა და რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი ჯდება.

 

საზღვარგარეთ დიაგნოსტიკა პაციენტებს ასევე ეხმარება გარემოს შეცვლასა და უშუალოდ საკუთარ ჯანმრთლობაზე კონცენტრირებაში. დიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება სტრესისგან თავისუფალ გარემოში, რეგლამენტისა და ექიმის რეკომენდაციის სრული დაცვით. გამოკვლევის დროს სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ არმარტო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ასევე შესაბამის მოვლას.

 

რისკ ჯგუფში შემავალ პაციენტებს (სტრესული და მავნე სამუშაო გარემო, მემკვიდრეობითი დაავადებები, გადამდები ონკოლოგიური და სხვა დაავადებები, ოპერატიული ჩარევა, არასასურველი კლიმატი და სხვა) და ასევე იმ პაციენტებს, რომელთა ასაკი 40 წელზე მეტია, ექიმები ურჩევენ გამოკვლევები ჩაიტარონ წელიწადში მინიმუმ ერთხელ.