საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

როგორც ჯანდაცვისი მინისტრობის კანდიდატმა - ეკატერინე ტიკარაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.

კერძოდ, შეიცვლება დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის.

ტარიფიკაციის მიზანია, კერძო სექტორმა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ აღარ მოახდინოს სერვისების განფასება. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა