სახელმწიფო საექიმო სპეციალობის მაძიებლების დიპლომისშემდგომ მზადებას დააფინანსებს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებას სახელმწიფო დააფინანსებს.
- პათოლოგიური ანატომია
- ფსიქიატრია
- ფთიზიატრია-პულმონოლოგია
- ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
ეს იმ პრიორიტეტული სპეციალობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სრულად დაუფინანსებს.
ასევე, სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 სახელმწიფოს მხრიდან სარეზიდენტო მზადება სრულად დაუფინანსდებათ.
პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.
სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.