სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორების შესახებ საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა. აღნიშნული ავტომობილები გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის გამოიყენება და მათი განთავსება ღია სივრცეებში მოწყობილი თავშეყრის ადგილებზე, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე იგეგმება.

ახალი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით პარამედიკოსები ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის კომიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.