საქართველოში პალიატიური სერვისების განვითარება იგეგმება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სამომავლოდ საქართველოში, ჩეხეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით, პალიატიური სერვისები განვითარდება და მეტი პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, - პეტრ მიკისკთან შეხვდაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს სოციალური და ჯანდაცვითი პროექტები, მათ შორის პალიატიური დახმარების სისტემის განვითარების პროექტი, რომელიც  სამინისტროს ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების დანერგვაში ეხმარება.  

აღნიშნული პროექტი მოიცავს პალიატური სერვისების განვითარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. 

შეხვედრის ბოლოს პეტრ მიკისკამ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები  მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ჩეხეთის რესპუბლიკა, კი მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ამ გეგმების წარმატებით განხორციელებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხო შრომითი და ცირკულარული მიგრაციის შესახებ თანამშრომლობას,  რომლის მიზანია მოქალაქეთა ლეგალური მიგრაციისა და მაღალკვალიფიციური პროფესიული სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრეს პრაღაში დაგეგმილი სამედიცინო კონფერენციის  შესახებ, რომელიც  წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და ქართული დიასპორის წარმატებული მოღვაწეობის გაზიარებისთვის.