საქართველოში გრიპი უბრალო ვირუსი გონიათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასიკვდილო დაავადებაა” წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"დიახ, გრიპი სასიკვდილო დაავადებაა. დიდიხანია. 1918-1919 წლებში ე.წ. ესპანურმა გრიპმა საფრანგეთში იმსხვერპლა 200 000 ადამიანი, მსოფლიოში კი 100 მილიონი. დიახ მილიონი. შარშან საფრანგეთში 13 000 სიკვდილი გრიპს უკავშირდება.. ყველაზე დიდი სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში იყო, 17500. ასე რომ რაიმე განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების რისკს და სიკვდილიანობას, ეს ფაქტია. მე პირადად ყოველ წელს ვიკეთებ ვაქცინას. სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულოა. გრიპის მკურნალობა არ არსებობს. ანტიბიოტიკებს აზრი არ აქვს, თუ არ არის თანდართული ბაქტერიული ინფექცია.. საჭიროა დასვენება, ბევრი სითხეების სმა და მე პირადად ვიტამინ C ს მჯერა.. და მთავარია პროფილაქტიკა. და სხვებს არ უნდა
გადასდო. ხვევნა პლოშვნის თავიდან აცილება.. ხელების დაბანა, ერთჯერადი ცხვირსახოცების ხმარება. ცხადია ბანალური და მარტივია.. მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით სერიოზულად არ უყურებენ პროფილაქტიკას.არადა ესაა მთავარი.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.. საახალწლო სუფრები, კორპორატივები, თეატრები, ეკლესია და ა.შ. გრიპის გავრცელების ძირითადი წყაროებია. ლუგარის ლაბორატორიის დამადანაშაულებელი მეგობრები იმედია არ მყავს."