საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გზები გაფართოვდება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს ალექს აზარს  შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ამერიკულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკატენირე ტიკარაძის თქმით, ოკურპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიზანმიმართულად აქვთ შეზღუდული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე წვდომას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებას. აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროექტები წარმატებით ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

 „ქართულ დელეგაციასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები ჯანდაცვის საკითხებში წლებია თანამშრომლობენ, არსებული ურთიერთობა კი დღეს უფრო გავამყარეთ. ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების გზებზე, რათა ქართველებისთვის ჯანდაცვის სისტემის კიდევ მეტად გაუმჯობესება მოხდეს“, - განაცხადა ალექს აზარმა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა