საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი გარდაიცვალა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
როგორც საქართველოს უროლოგთა ასოციაცია იუწყება, გარდაიცვალა ასოციაციის დამფუძნებელი, თანამედროვე ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე.
ბატონი ლაური იყო:
- ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი
- საქართველოს პარლამენტის წევრი
- ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი
- ამერიკის უროლოგთა ასოციაციის, ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და სომხეთის ქირურგიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
- ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის ლაურეატი
- ღირსების ორდენის კავალერი
- ბრწყინვალების ორდენის კავალერი
"შეუფასებელია მისი წვლილი ქართული უროლოგიისა და მედიცინის განვითარებში." - აღნიშნავენ ასოციაციის წევრები.