საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი “საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციისა” და სამედიცინო პორტალ Tsamali.ge -ს შორის

Memorandum of Understanding signed between Georgian Association of Medical Tourism (GAMT) and Medical Portal Tsamali.ge

2017 წლის ივნისში ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის (GAMT) და სამედიცინო პორტალ Tsamali.ge -ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები იმუშავებენ სამედიცინო ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

"დღეისათვის სამედიცინო ტურიზმი არის ერთი-ერთი სწრაფად მზარდი სფერო, რომელშიც გამოკვეთილია ორი ძირითადი მიმართულება: 

- შემომავალი სამედიცინო ტურიზმი, იგი ორიენტირებულია უცხო ქვეყნის პირების მოზიდვაზე საქართველოში სამედიცინო დახმარების მისაღებად.

- გამავალი სამედიცინო ტურიზმი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები პირების საერთაშორისო კლინიკებთან დაკავშირებას. 

ორივე მიმართულება ატარებს ქვეყნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას და დადებით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის საერთო ეკონომიურ დონეზე ასევე ხელს უწყობს სამედიცინო სფეროში კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება ხარისხსა და შეთავაზებული სერვისების ჩამონათვალზე. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ორივე მიმართულების განვითარებას, დაეხმაროს სამედიცინო და მომიჯნავე სფეროებს სამედიცინო ტურიზმისთვის აუცილებელი სტრუქტურის შექმნაში, გაზარდოს მათი ცნობადობა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო ღონისძიებებში, სადაც ვაცნობთ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალს. აღნიშნული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი არის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგან ეს ორგანიზაცია არის ჩვენი ასოციაციის პირველი ინტერნეტ სივრცეში მოღვაწე წევრი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებშში ვგეგმავთ მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულები იქნება სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციაზე ინტერნეტ სივრცის მეშვეობით."- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქ-ნ ნინო გერზმავამ.

სამედიცინო პორტალ Tsamali.ge -ს ადმინისტრაციული დირექტორის ქ-ნ ლიკა ლოჟანიძის განმარტებით “საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციასთან“ თანამშრომლობის დაწყება ეს დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯია რადგან ამ სფეროს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს რაც მთლიანად უნდა აითვისოს ქვეყანამ. ასოციაცია თავის მხრივ ძლიერი პარტნიორია რომელიც აქტიურად შეგვიწყობს ხელს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე და წინსვლაზე.

ყველაფერი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე: https://tsamali.ge/medtourism