საქართველოს მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გაუარესება. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებში ყოფნისას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს. დაფიქსირებული უნდა იყოს ცხვირსა და ნიკაპზე" - ნათქვამია ამავე განცხადებაში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რექაცია მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ სტატისტიკა არარეალურია, ნაწილს მიაჩნია, რომ პირბადე ვირუსისგან არ იცავს ადამიანს და იმუნურ სისტემას ანადგურებს. ხოლო ნაწილი, ხელახლა დაწესებულ შეზღუდვებზეც ალაპარაკდა.
პირბადე ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს!