სამყაროს 4 ნიშანი, რომლითაც შენს ვიბრაციას გადაამოწმებ

 

ვიბრაცია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ჩვენ სულიერ მდგომარეობას განსაზღვრავს. იცი, როგორ იგრძნო შენი ვიბრაცია? იღებ იმას, რაც გჭირდება თუ პირიქით, იზიდავთ იმას, რაც არ მოგწონს? აქ არის 4 მარტივი გზა ამის შესამოწმებლად...


 

  1. შეამოწმე რეალობა
    შეხედეთ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობ. ლამაზია თუ საშინელი? შენს რეალობაზე პასუხს მხოლოდ შენ აგებ. ამიტომ, თუ შენს გარშემო ყველაფერი კარგადაა, ეს ნიშნავს რომ მაღალი ვიბრაცია გაქვს. და თუ მხოლოდ ბოროტებას ამჩნევ - ენერგია ამოგეწურა.
  2. ყურადღება მიაქციე რიცხვებს
    თუ მუდმივად გხვდება რიცხვების ისეთი კომბინაციები, როგორიცაა 1111, 2222, 3333 ან 1234 და ა.შ., ეს მიგანიშნებს რომ მაღალ ვიბრაციას მიაღწიე.
  3. გაანალიზე ემოციები
    თუ თავს ბედნიერ, მხიარულ, ენერგიულ ადამიანად გრძნობ მაშინ ეს, ალბათ, ნიშნავს იმას, რომ შენი ვიბრაციული ენერგია მაღალ დონეზეა. თუ ხშირად განიცდი რისხვას და მწუხარებას, მაშინ ვიბრაციის დონე საკმაოდ დაბალი გაქვს.
  4. მოუსმინე სხეულს
    გრძნობ შენი სხეულის ენერგიას? ფიქრობ, რომ მზად ხარ მიიღო ცხოვრებისეული გამოწვევები? თუ ასეა, მაშინ ძალიან კარგი ვიბრაცია გქონია. მაგრამ თუ აშკარად გრძნობ დაღლას, მოთენთილობას, აი, თითოქოს ავად ხარ მაშინ სავარაუდოდ შენი ენერგია კრიტიკულად დაბალ დონეზე დაეცა.
    
    

ესეც განწყობისთვის

ამ 4 ნიშნის წყალობით შეგიძლია განსაზღვრო რომელი მიმართულებით ცხოვრობ. თუ ახლა მაღალი ვიბრაციული ენერგია გაქვს, მაშინ ყოჩაღ! ასე გააგრძელე. და თუ ვიბრაციის დონე დაბალია, სავარაუდოდ დროა შეცვალო... და დარწმუნებული ვარ შენ ამას შეძლებ!