სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა გაიზრდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა გაიზრდება.
კახა კალაძე აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როცა სამედიცინო ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში იყრება, რაც ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ზრდის.
დედაქალაქის მერის განცხადებით, სამედიცინო ნარჩენების არასწორად განთვსებისთვის ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზრდება და თუ აქამდე 400 ლარს შეადგენდა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში 5000 ლარი გახდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ჯარიმა სამშენებლო ნარჩენების დაყრაზეც გაიზრდება. მერიას სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ადგილები აქვს გამოყოფილი, თუმცა სამშენებლო ობიექტები არღვეენ ამ კანონს და ნაგავს სხვადსხვა ადგილას ყრიან. როგორც კალაძე აღნიშნავს, კანონპროექტი უვე მზადაა და მალე პარლამენტს წარედგინება:
“თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა 200 ლარი იყო, ხოლო იურიდიულზე- 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს გაზრდას: ფიზიკურ პირზე- 1000, ხოლო იურიდიულ პირზე – 3 000 ლარამდე” – ამბობს დედაქალაქის მერი.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმა დამოკიდებული იქნება დაყრილი ნარჩენების ოდენობაზე.