სად მივყავართ მეგობრულ სექსს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სპეციალისტების აზრით მეგობრული სექსი ვერ ამყარებს ურთიერთობებს.

 

მეგობრული სექსი შესაძლოა რომელიმე ფილმის საფუძვლად გამოდგეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სექსუალური ურთიერთობა მეგობრებს შორის განწირულია მარცხისთვის. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერბი - წერს Daily Mail-ი.

 

კვლევის დროს მეცნიერებმა გამოკითხეს დაახლოებით 14 000 სტუდენტი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი ურთიერთობები სწრაფად მთავრდება, რამდენადაც მათი ხასიათი მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული ჩვეულებრივ, ურთიერთობების ტიპიური მოდელებისგან.

 

მთავარი მკვლევარი რებეკა პლანტი აცხადებს, რომ სექსუალურ კონტექსტში მეგობართან ურთიერთბა გარკვეულწილად განუსაზღვრელია, რადგან გრძნობებმა შესაძლოა განიცადონ ცვლილებები, მაგალითად, როცა წყვილიდან ერთ-ერთს უნდა სექსუალური ურთიერთობის დასრულება, მეგობრად დარჩენა ან იყოს უფრო მეტი, ვიდრე მეგობარი.

 

დოქტორი პლანტი ასევე აცხადებს, რომ მეგობრებს რა თქმა უნდა შეუძლიათ ჯანსაღი გამოსავალის მოძებნა სექსუალურ მოთხოვნებსა და სურვილებში, მაგრამ გართულებები მაინც იქნება. კვლევები აჩვენებენ, რომ ყველაზე ხშირი თანმდევი ფაქტორი ასეთი ურთიერთობებისას არის უხერხულობის გრძნობა, რომელიც არ ტოვებს ადამიანებს.

 

ბევრმა რესპოდენტმა აღიარა, რომ მიზეზი, რის გამოც მათ არ სურთ ოფიციალური სასიყვარულო ურთიერთობების ქონა, რასაც თან ახლავს გარკვეული მოვალეობებიც - ეს არის დროის უქონლობა, ამიტომ, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სექსუალურ ურთიერთობებს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გარეშე. ისინი თვლიან, რომ სერიოზული ურთიერთბები მათ ბევრ დროს წაართმევს, ხოლო თავად გრძნობების სერიოზულობაში დარწმუნებული არ არიან.