რუჯის სწრაფად მიღებისა და დიდხანს შენარჩუნების წესები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ზაფხულის დადგომასთან ახლავს ნანატრი შვებულების მოლოდინი. ყველას
უნდა, რომ სასიამოვნოდ დაისვენოს და რაც მთავარია - ლამაზი რუჯი
ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ
ს სტატიაში წარმოგიდგენთ ისეთ წესებს,
რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად გარუჯვასა და კანზე რუჯისგან მიღებული
ბრინჯაოს ელფერის დიდი ხნით შენარჩუნებაში.
 

მაშ ასე, მივყვეთ წესებს:
 

1. შვებულებაში გამგზავრებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე
ყოველდღიურად გამოიყენეთ დელიკატური სკრაბი ან პილინგი, რადგან
კანზე მკვდარი უჯრედების არსებობა იწვევს არათანაბარი რუჯის
მიღებას.


2. დაიწყეთ ვიტამინების - А და Е-ს მიღება კომპლექსურად ან ცალ-ცალკე. А
ვიტამინი ახდენს მელანინის გამომუშავების სტიმულირებას და ამის
დახმარებით უფრო სწრაფად გახდებით შოკოლადისფერი, ხოლო Е
ვიტამინი არბილებს და ატენიანებს კანს, რაც მის მოვლაში
დაგეხმარებათ.


3. მიირთვით სტაფილოს წვენი, რომელიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, რაც
ასევე მნიშვნელოვანია მელანინის გამომუშავებისთვის. გახსოვდეთ, რომ
ბეტა-კაროტინი ცხიმებს შლის, ანუ მისი შეთვისებისთვის საჭიროა
ცხიმები. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სტაფილოს წვენს დაუმატებთ ნაღებს
ან მცენარეულ ზეთს.


4. იმისათვის, რომ სწრაფად გაირუჯოთ, საჭირო არ არის საათობით იწვეთ
მზის ქვეშ. სწრაფად და ყველაზე კარგად რუჯი გეკიდებათ მაშინ, როცა

მოძრაობთ. ამიტომ ითამაშეთ, ირბინეთ - მზე თავის საქმეს მაინც
გააკეთებს.


5. თუ გსურთ, რომ არამარტო სწრაფად გაირუჯოთ, არამედ რუჯი იყოს
ლამაზი და ჯანსაღი, მის მისაღებად გამოყავით დრო დილის 11−12
საათზე და 16:00 საათის შემდეგ. გარუჯვისას აუცილებლად გამოიყენეთ
მზისგან დამცავი საშუალება!


6. სწრაფად გარუჯვას ასევე შეძლებთ ბრონზატორების შემცველი
საშუალებების გამოყენებით. ეს არ არის ავტორუჯი, სპეციალური
ლოსიონი ან კრემი, რომელიც შეიცავს მელატონინის გამომუშავებისთვის
საჭრო კომპონენტებს.


7. რუჯის მიღებისას - დალიეთ ბევრი წყალი! წყლის მიღების დღიური
ნორმა გაზარდეთ ერთ ლიტრამდე, თქვენი კანი ამისთვის «მადლობას»
გეტყვით და ულტრაიისფერი სხივების მასზე გაუწყლოების ეფექტით
ზემოქმედების მიუხედავად, იქნება ელასტიური და გლუვი.


8. ძილის წინ აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი, ხაზიდან - «გარუჯვს
შემდეგ», ან ნებისმიერი სხვა, დამარბილებელი და დამამშვიდებელი
ეფექტის მქონე საცხი. ასე კანს დასვენებისა და შემდეგი დღისთვის
აღდგენის საშუალება ექნება.


9. ზღვიდან დაბრუნების შემდეგ, ტანი ყავის ნალექით დაიბანეთ. ხელის
ნელი, წრიული მოძრაობით წაისვით ნალექი კანზე, მას სკრაბის ეფექტი
აქვს, თუმცა ამის გაკეთება ხშირად საჭირო არ არის, თუ კანზე მუქი
ფერის დიდი ხნით შენარჩუნება გსურთ. უბრალოდ ფრთხილად წაისვის
ნალექი და ჩამოიბანეთ - ყავა გააძლიერებს პიგმენტაციას.


10. გადაივლეთ ჩაის ნაყენი - ეს არის საუკეთესო ანტისეპტიკური
საშუალება, რომელიც ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და
გამონაყარის განვითარებას, ჩაის ექსტრაქტი ჭიმავს და აცოცხლებს კანს.
ის ასევე ხელს უწყობს რუჯის ფერის შენარჩუნებას.
 

11. კვირაში ერთხელ კანზე წაისვით მსუბუქი ავტობრონზანტი. იმისათვის,
რომ კანი არ აგიჭრელდეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ავტორუჯი, რაც
დაგეხმარებათ რამოდენიმე თვის მანძილზე რუჯის შენარჩუნებაში.


12. არ წახვიდეთ საუნაში და დაბანის შემდეგ პირსახოცით ფრთხილად
გაიმშრალეთ კანი - რაც შეიძლება ნაზად და ნელა!


13. მიირთვით ორაგული! თევზის ცხიმიანი ხორცი ხელს უწყობს კანზე მუქი
ფერის პიგმენტის შენარჩუნებას.


14. მიიღეთ გრილი შხაპი - ის ახდენს კანისა და სისხლძარღვების
ტონიზირებას, ამასთან, თქვენ შეძლებთ შეანელოთ პიგმენტირებული
ფენების დასკდომა.


15. ზღვიდან დაბრუნების შემდეგ, თუ ამინდი ხელს გიწყობთ, შეგიძლიათ
გახვიდეთ ბუნებაში სასეირნოდ და თან მზესაც მიეფიცხოთ - ასე თქვენ
განაახლებთ და დიდი ხნით შეინარჩუნებთ რუჯს, რადგან უკვე
გარუჯული კანი ადვილად და კარგად «იწოვს» მზის სხივებს და კვირაში
ერთი-ორი საათი რუჯის გასაახლებლად სრულიას საკმარისი იქნება.
 

გაითვალისწინეთ კანზე რუჯის სწორად მიღების წესები - მათი დაცვა
დაგეხმარებათ პირველ რიგში კანის მოვლასა და უსაფრთხო გარუჯვაში, ასევე
რუჯის დიდი ხნით შენარჩუნებაში.
 

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!
 
კლინიკები ერთ საიტზე!