რთული ქცევის მართვა ბავშვებში - ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ალბათ ხშირად გსმენიათ გამონათქვამი ან თავადაც აღგინიშნავთ, რომ ბავშვი "რთულია", ახასიათებს "რთული ქცევა" ან აქვს "რთული ხასიათი". იშვიათად შეხვდებით მშობელს, რომელსაც ბავშვის აღზრდის სხვადასხვა პერიოდში, რამდენადმე არ შეხებია ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. ქცევა, ნებისმიერი ცოცხალი არსების აქტივობაა, რომელიც ფსიქოფიზიოლოგიურ აქტს წარმოადგენს, ხოლო რთული არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც განსხვავდება საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისგან და ხელს უშლის/პრობლემას უქმნის, ქცევის სუბიექტის ჯანსაღ განვითარებას და ობიექტს, რომელსაც ეს ქცევა მიემართება.
ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია, საუბრობს ბავშვთა რთულ ქცევებსა და მათი ქცევის შეცვლისკენ მიმართულ, სწორ კომუნიკაციასა და ურთიერთობებზე:
"დასაწყისში, როგორც ორი შვილის დედა აღვნიშნავ, რომ არ არსებობს “წმინდა წესი” როგორ იყო იდეალური მშობელი. ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისათვის, რისი გაკეთებაც მაქსიმალურად შეგვიძლია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელშიც ვიმყოფებით. მიუხედავას ამისა, შესაძლოა რიგი საკითხები გაუმჯობესდეს, სხვებთან დამყარებული კომუნიკაციის და ურთიერთობის მიხევდვით, განსაკუთრებით კი შვილებთან.
ყველასათვის ცნობილია, რამდენად გადატვირთულ და სტრესულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, რომელმაც ხელი შეუწყო საყოველთაო სტრესის გამწვავებას. უმრავლესობა ჯერ კიდევ სახლიდან ვმუშაობთ და ბავშვებისთვის კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ არ გვცალია საერთოდ, როცა მუდმივად სახლში ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთან გატარებული, თავისუფალი დრო, მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება რთული ქცევის მართვასთან დაკავშირებით. დავიწყოთ იქედან, რომ ქცევას ახასიათებს უცნაურობა, რაც უფრო პირდაპირია ჩარევა(იგულისხმება აკრძალვა, მითითება) მით უფრო ძლიერდება ის. მაგალითად თუ მინდა რომ შევცვალო ანას აგრესია ვასოს მიმართ, ვცდილობ ანას და ვასოს შევუქმნა ის გარემო რომ უკეთ ითამაშონ ერთად. ამით მაქსიმალურად ვამცირებ ანას აგრესიის გამოვლენას. ხოლო მაშინ, როცა თუ ანას ვთხოვ არ დაარტყას ვასოს, ან არ წაართვას სათამაშო, ის საპირისპიროდ იქცევა. რეალურად რთული ქცევის უკან დგას საჭიროება, ისწავლოს როგორ გააკეთოს რაღაც უკეთესად, როგორ გამოხატოს გრძნობების და დაამყაროს ურთიერთობა. როცა ბავშვი ამას ვერ ახერხებს ირჩევს მისთვის მარტივ გზას და ავლენს რთულ ქცევას. ასე ბავშვი გვიგზავნის მესიჯს მისი საჭიროების შესახებ. შესაძლოა ეს იყოს ის, რისი სწავლაც ან გაგებაც უნდა, ან სჭირდება სიყვარული. რთული ქცევა საუკეთესოდ გვაგებინებს, რომ ,,საჭიროება ჯერ არ დამდგარა ან რაღაც უნარი ჯერ არ უსწავლია“. თუ ქცევა არის იმის გამოხატვის საშუალება, რისი გაკეთებაც უნდა, დავეხმაროთ მას, მოძებნოს უკეთესი გზა მის გამოსახატავად.
მაგალითად,
როგორ ვიქცევით, როცა ვიცით, რომ მაღაზიაში შესვლა მისთვის არასასურველი ქცევის გამივლენის ერთ ერთი ადგილია?
წინასწარ ვთანხმდებით რას ვაკეთებთ(გასათვალისწინებელია, რომ არ გამოვიყენოთ უარყოფითი სიტყვები). ვეუბნებით იმას, რაც გვინდა რომ გააკეთოს. შევდივართ, ვყიდულობთ ერთ პურს, ერთ ჟელიბონს. შეთანხმების მიუხედავად თუ ისევ ტანტრუმს აწყობს, რომ უნდა სათამაშო მანქანა ან რაიმე სხვა, არ ვითვალისწინებთ მის მოთხოვნას და ვახსენებთ პირობას. თან ვეუბნებით რომ გვესმის, როგორ უნდა ახალი სათამაშო თუმცა ამ ეტაპზე, წინასწარ შეთანხმებული ქცევა უნდა გავითვალისწინოთ და შევიძინოთ ის, რაზეც ვისაუბრეთ."