რომელ პროდუქტშია ბევრი იოდი?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ჩვენ გიამბობთ, რატომ არის იოდიზირებული მარილი კარგი და რა სხვა
პროდუქტები უნდა ჩართოთ რაციონში, რათა თავიდან ავიცილოთ
იოდის დეფიციტი.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს დაახლოებით მესამედი იოდის ნაკლებ
რაოდენობას იღებს, ვიდრე სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
WHO (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) რეკომენდაციის მიხედვით, დღეში
უნდა მივიღოთ 150-250 მგგ იოდი.

რა არის იოდი?
ეს არის ქიმიური ელემენტი, რომელიც მარილებისა და ნაერთების სახით
პრაქტიკულად ყველგანა, მათ შორის ჰაერშიც. მაგრამ მისი ძირითადი წყარო
ბუნებაში - ზღვის წყალია, ასე რომ ზღვისგამ შორს ცხოვრობთ, ნაკლები იოდია
მიწაში და შესაბამისად, ადგილობრივ პროდუქტებში. ამ ფაქტით აიხსნება
არასახარბიელო სტატისტიკა.

რაში სჭირდება ორგანიზმს იოდი?
იოდი არის შეუცვლელი ნივთიერება, რომელსაც მხოლოდ საკვებიდან ვიღებთ. ის
აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და უფრო
კონკრეტულად, ფარისებრი ჰორმონების, თიროქსინისა და ტრიიდითირონის
წარმოებისათვის. შესაბამისად, იოდის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს
ჰიპოთირეოზი, დაავადება, რომელის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს
ნაკლები რაოდენობის ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა. იოდის ნორმალური რაოდენობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვებისათვის. მისი
დეფიციტი საფრთხეს უქმნის ნორმალურ განვითარებას, მათ შორიაა გონებრივი
განვითარების სერიოზული დარღვევა ბავშვებში.

როგორ გაიგოთ განიცდით თუ არა იოდის დეფიციტს?
ჩვეულებრივ, ადამიანის სხეული შეიცავს იოდის 16 მგ-ს და დღიური დოზა ასაკზე
დამოკიდებულებით 0.15 მგ-მდე (ან 150 მკგ). აქ არის იოდის დეფიციტის ძირითადი
სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა შეამოწმეთ
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა:

შეიძლება თუ არა, იოდი იყოს ძალიან ბევრი?
დიახ, მაგრამ დასაშვებ რაოდენობას გადაჭარბება, საკმაოდ რთულია. იოდით
ინტოქსიკაცია ხდება მაშინ, როდესაც მაქსიმალურ დასაშვები დოზას( რომელიც 1 გ
ზე მეტია), 10ჯერ გადავაჭარბებთ.

შედარებით მსუბუქი ხარისხის მოწამვლა ვლინდება: დიარეით, წვის შეგრძნებით
პირში, გულისრევითა და ღებინებით. სასუნთქი გზების მწვავე შეშუპება,, ციანოზი,
სუსტი პულსი და კომა -მძიმე ფორმის მოწამვლას ახასიათებს

თუ მუდმივად იოდის დიდ რაოდენობას იღებთ, შეიძლება განვითარდეს დაავადება -
ე.წ. იოდ-ინდუცირებული თირეოტოქსიკოზი, ანუ იოდის მაღალი დოზების გამო,
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა. ძირითადად ეს ხდება იოდშემცველი
პრეპარატების მიღების ფონზე, მაგრამ შესაძლოა საკვებთანაც იყოს ასოცირებული.
მაგალითად, იაპონიაში, სადაც წყალმცენარეებითა და ზღვის პროდუქტებით
იკვებებიან, ადამიანები თირეოტოქსიკოზისგან უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე
სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები.

რომელი პროდუქტები შეიცავს ყველაზე მეტ იოდს?


მოცვი

იოდის შემცველობის მიხედვით, მოცვი ნამდვილი ჩემპიონია, მისი 100 გრამი
შეიცავს 350მკგ იოდს.

წყალმცენარეები

თითქმის ყველა წყალმცენარე, დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს.

კალმარი

100 გრამ კალმარში, 270 მკგ იოდს ვხვდებით.

ზღვის თევზი

ხეკი, ჰედოქი და და სხვა თევზები შეიცავენ დიდი ოდენობით იოდს, 100გ-ში 150
მკგ.

რძის პროდუქტები

იოდის რაოდენობა რძის პროდუქტებში შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ
ზოგადად, რძე ამ შეუცვლელი მინერალის შესანიშნავი წყაროა. ჭიქა რძეში - 56-88
მგ, სტანდარტული ჭიქა იოგურტი - 79-85 მკგ იოდს შეიცავს და კოტეჯის ყველის
ჩვეულებრივი პაკეტი (200 გ) - იოდის 60-75 მკგ-ს.

კრევეტები

100 გრამ კრევეტებში, 40 მკგ იოდია.

ინდაური

ცილისა და B ვიტამინის გარდა, ინდაური ხორცი საკმაო რაოდენობით იოდს
შეიცავს. 100გრამში 37 მკგ.

თეთრი ლობიო

ცილებთან და ვიტამინებთან ერთად, ლობიოს 100 გრამში 30 მკგ იოდსაც
შეხვდებით.

სასარგებლოა თუ არა იოდიზირებული მარილი?
დიახ. მარილი სპეციალურად მდიდრდება იოდით, რათა ხელმისაწვდომი იყოს
ნებისმიერ რაციონში. მსოფლიოს 113 ქვეყანაში მარილის იოდირება დამტკიცებულია
საკანონმდებლო დონეზე და ყველა ღირებულება მკაცრად არის დამოწმებული:
დღეში 6 გრ მარილის მიღებაა საჭირო 0.15 მგ იოდისათვის.