როგორია კორონა ვირუსის გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

Covid-19-ის სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ვირუსი აზიარებს ფილტვებს, გულს და ტვინს, რაც საბოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაერთ სერიოზულ ჩივილს იწვევს. საბედნიეროდ პაციენტების უმრავლესობას მკურნლობის დასრულების შემდეგ რამდენიმე კვირაში ჯანმრთელობა სრულიად აღუდგათ, თუმცა სხვებს, მათაც კი, ვინც ვირუსი შედარებით მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს, ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში უგრძელდებოდათ. ზოგადად Covid-19-ის შემდგომ სიმპტომად მიიჩნევა მდგომარეობა, თუ დიაგნოზის დასმიდან 4 კვირაზე მეტია გასული. უმეტესად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ხანდაზმულები განიცდიან ვირუსის გრძელვადიან გვერდით ეფექტებს, თუმცა მოზრდილებიც თავს დაცულად ვერ გრძენობენ. უნდა ითქვას, რომ Covid-19-ის გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არაა, ამიტომ მაინც უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ვირუსი ადამიანის ჯანმრთელობაზე,  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გავრცელებული სხვადასხვა შტამპი. გახსოვდეთ, რომ დაიცავით ჰიგიენური ნორმები, მოერიდეთ ხალხმრავლობას და შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, რაც სირთულეების გადალახვაში უკეთ დაგეხმარებათ.

 

ყველაზე გავრცელებული საერთო ნიშნები და სიმპტომებია:

 

ორგანოები, რომლებიც კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ ზიანდება:

კორონა ვირუსისგან განკურნების შემდეგ ექიმებმა ამ კუნთის დაზიანებები აღმოაჩინეს იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid-19-ის შედარებით მსუბუქად გადაიტანეს. ამან შესაძლოა მომავალში გულის უკმარისობის ან სხვა მრავალი გართულების რისკი გაზარდოს.

პნევმონიის ტიპმა, რომელიც ხშირად Covid-19-თან ასოცირდება, შესაძლოა, ფილტვებში არსებული პატარა ჰაერის ტომრების (ალვეოლების) ხანგრძლივი დაზიანება გამოიწვიოს, შედეგად ნაწიბურებიანი ქსოვილი სუნთქვის პრობლემებს ქმნის.

Covid-19-ს შეუძლია ინსულტის, კრუნჩხვების, დამბლის გამოწვევა. იგი ასევე პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

კორონა ვირუსის დროს ხშირად სისხლის უჯრედები გროვდება და თრომბებს წარმოქმნის. მას ასევე სისხლძარღვების შესუსტებაც შეუძლია და გაჟონვის შედეგად ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები წარმოიშვება.