როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე: შვედური საიდუმლო
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
შვედეთი – დღეგრძელი ადამიანების ქვეყანაა. აქ საპენსიო ასაკის მაცხოვრებელთა უმეტესობა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო 80-ს გადაცილებულ მოხუცებს 50 წელზე მეტ ასაკს ვერ მისცემ. შვედი ჰერონტოლოგი ბერტილ მარკლუნდი საუბრობს თავისი თანამემამულეების შესანიშნავი ჯანმრთელობის 10 საიდუმლოზე.
კვლევების თანახმად, რომლებიც მარკლუნდს მოჰყავს თავის წიგნში «ჯანმრთელობის 10 ოქროს წესი», ჩვენი გენები ზემოქმედებენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაახლოებით 25%-ით, ხოლო დანარჩენი 75% განისაზღვრება ჩვენი ცხოვრების წესით. აქედან გამომდინარე, ავტორი აკეთებს შემდეგ დასკვნას: «თითოეული ჩვენგანი თავად ირჩევს როგორ დაბერდეს, ან როგორ არ დაბერდეს».
პენსიონერთა ცხოვრების წესის გაანალიზებით, ავტორმა გამოყო მათი დღეგრძელობის საიდუმლოებანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მის რეკომენდაციებში არაფერი რთული არ არის – არც მწვანე ბალახეულის ნარევები და არც იოგას რთული ასანები. მოითხოვება მხოლოდ საღი გონება და ცოტაოდენი ნება-სურვილი.
1. გააქტიურდით
შვედები – სპორტული ერია. დილაობით ნახევარი ქვეყანა სარბენად გამოდის, ხოლო თებერვლის ბოლოს სკოლებში აწყობენ სპეციალურ სპორტულ არდადეგებს იმისათვის, რომ ოჯახებმა შეძლონ მთაში დასასვენებლად წასვლა.
ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესის დონეს და ბედნიერების ჰორმონების გამომუშავების სტიმულირებას ახდენს. მიუხედავად ამისა, უსარგებლო და საზიანოც კი არის, კვირაში 5-ჯერ მეტად ვარჯიში. უბრალოდ შეეცადეთ უფრო მეტი იაროთ ფეხით, ეთამაშეთ ფეხბურთი ან ჰოკეი ბავშვებს, დაკავდით ცეკვით ან კლდეზე ცოცვით. მოძრაობა უნდა გგვრიდეთ სიამოვნებას. მხოლოდ ასე შეიძლება გახდეს სასარგებლო ფიზიკური აქტივობა. ეს უკეთესია ორგანიზმისთვის, ვიდრე იშვიათი ვარჯიში შემთხვევიდან-შემთხვევამდე.
2. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო
დოქტორი მარკლუნდი გვახსენებს, რომ «სტრესის რეაქციები აუცილებელია გადარჩენისთვის». თუმცა, თუ ყოველ ჯერზე წყობიდან გამოდიხართ, როცა ჩანთაში გასაღებს ვერ პოულობთ ან როცა ვიღაცა გზას გადაგიჭრით - ეს ცუდი სიმპტომია.
საჭიროა ისწავლოთ საკუთარი ემოციების კონტროლი და წვრილმან უსიამოვნებებს არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ რელსებიდან გადაგაგდოთ. ამ შემთხვევაში არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი. ასეთ დროს ვიღაცისთვის ღრმად ჩასუნთქვა არის საკმარისი და 10-მდე დათვლა, ვიღაცისთვის კი ფსიქოანალიტიკოსის დახმარება ან ბრაზის მართვის ტრენინგი. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლობლებს სთხოვეთ მიგითითონ და შენიშვნა მოგცენ, როცა თქვენ «წყობიდან გამოდიხართ» სისულელეების გამო.
3. იძინეთ კარგად, ოღონდ ზომიერად
ღამით ჩვენი ორგანიზმი ძალებს აღიდგენს. ქრონიკული უძილობა ცუდად აისახება თქვენს გარეგნობაზე, ასუსტებს იმუნიტეტს, იწვევს ჭარბწონიანობას და სხვადასხვა დაავადებებს. თუმცა დღე-ღამეში 10 საათზე მეტი ძილი მავნებელია. ჰარვარდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზედმეტი ძილი უარყოფითად აისახება ძილის ხარისხზე და აუარესებს მეხსიერებას.
4. ეძებეთ მზე
შვედეთი – ყველაზე თბილი ქვეყანა ნამდვილად არ არის. თუმცა, მისმა მაცხოვრებლებმა კარგად იციან როგორ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება ყოველი მზიანი ამინდისგან. ამ დროს ისინი არ სხედან ოფისში ან სახლში. შესვენების დროს ცდილობენ დრო გაატარონ ტერასაზე ან პარკში, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმის მიერ ხდება სწორედ მზის სხივების ქვეშ ყოფნისას, ხოლო ის სასიცოცხლოდ აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისათვის, ძლიერი ძვლებისა და იმუნიტეტისთვით.
მზის სხივები სასიცოცხლოდ აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისათვის, ძლიერი ძვლებისა და იმუნიტეტისათვის
გარდა ამისა, D ვიტამინს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კიბოს პროფილაქტიკაში, დიაბეტთან, დეპრესიასთან, ფსორიაზთან და გაფანტულ სკლეროზთან ორგანიზმის გამკლავების პროცესში. თუმცა მთელი დღე მზის სხივების ქვეშ ყოფნა ან სოლარიუმში წასვლა არავითარ შემთხვევაში არ არის საჭირო. ეს ხელს უწყობს კანის ფოტოდაბერებას და შეიძლება კანის კიბოც გამოიწვიოს.
5. იკვებეთ დაბალანსებულად, ზომიერად, მაგრამ მრავალფეროვნად
უშედეგოა დიეტის დაცვა და განტვირთვის დღეების მოწყობა. საკმარისია მხოლოდ რაფინირებული შაქრის, ნახევარფაბრიკატების, ძეხვეულისა და შებოლილი საკვების გამოყენების შემცირება. მიეტანეთ მცენარეულ ცილებს, პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით (ცხიმიანი თევზი, მცენარეული ცხიმი), ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით.
შვედეთი მდიდარია თევზით და ზღვის პროდუქტებით, რასაც შვედები საუზმეზეც კი მიირთმევენ. გარდა ამისა, სკანდინავიელები პატივს სცემენ ბოსტნეულს (პირველ რიგში სხვადასხვა ბოლქვიანებს), ხორბლის პურს და რძის პროდუქტებს. ხორცის ჭამა აკრძალული არ არის, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში არ შედის.
6. სვით წყალი და... ყავა
დატენიანება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, რათა მან შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სხეული შედგება 60% წყლისგან და ყოველდღიურად ვკარგავთ 1,5 ლიტრ სითხეს. თუ მისი შევსება არ მოხდება, უჯრედებიც ვერ აღდგება სათანადოდ, ასევე შენელებული იქნება ნერვული იმპულსები და ორგანიზმი სწრაფად დაბერებას დაიწყებს.
წყლის მარაგების შევსება შესაძლებელია არამხოლოდ სასმელი წყლით. სითხის მიღება შეიძლება ხილით და ბოსტნეულით, წვნიანებით, ჩაით და ყავით. ბოლო პერიოდში, ექიმები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ყავის სარგებლიანობაზე. მაგალითად, ბარტილ მაკლუნდს თავის წიგნში მოჰყავს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კოფეინი და ყავის ანტიოქსიდანტები ამცირებენ დიაბეტის რისკს, ალცგეიმერის და პარკინსონის დაავადებების გაჩენის შანსებს. ავტორი ასევე გვახსენებს, რომ შვედეთს მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში 1 ადამიანის მიერ ყავის მოხმარების მხრივ. ყველა შვედის ოჯახში არის ყავის აპარატი. საშუალოსტატისტიკური შვედი დღეში 3-4 ფინჯან ყავას მიირთმევს, ზოგიერთი კიდევ უფრო მეტს.
სისხლმდენი ღრძილები ან ღრძილების ანთება შესაძლოა გახდეს სისხლის მოწამვლის და სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წელიწადში ორჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი
ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის პოპულარულია შემდეგი ლეგენდა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, შვედეთის მეფე გუსტავ III-ის ბრძანებით ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა გამოეკვლიათ ყავის მოქმედება ჯანმრთელობაზე. გამოსაცდელად შერჩეულ იქნა ტყუპი ძმები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულის გამო სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. ერთს ყოველდღიურად უნდა დაელია სამი ფინჯანი ყავა, ხოლო მეორეს ამდენივე ჩაი. ექსპერიმენტის ბოლომდე მეფემ ვერ იცოცხლა, ძმებმა კი ძალიან დიდხანს იცოცხლეს. პირველი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში - ეს იყო ის, რომელიც ჩაის სვამდა.
7. აკონტროლეთ წონა
როგორც ცნობილია, ჭარბი წონა იწვევს დიაბეტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამასთან, დოქტორ მარკლუნდის აზრით, სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია ნელა ჭამა, არასოდეს არ უნდა დაიმატოთ კერძი და შეარჩიოთ სასარგებლო პროდუქტები.
8. იზრუნეთ კბილებზე
პირის ღრუს ჰიგიენა გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის მთლიან სისტემაზე. სისხლმდენი ღრძილები ან ღრძილების ანთება შესაძლოა სისხლის მოწამვლისა და მრავალი მძიმე დაავადების გაჩენის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ წელიწადში ორჯერ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, კბილების საგულდაგულოდ გახეხვა და ტკბილეულის ნაკლებად მირთმევა.
9. იაზროვნეთ პოზიტიურად
ცუდი განწყობა იწვევს დეპრესიას, ძალ-ღონის დაკარგვას, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელი აქვს: პესიმიზმი განკურნებადია. ამის ბევრი მეთოდი არსებობს. საჭიროა გარშემო იყოლიოთ პოზიტიურად განწყობილი ადამიანები, მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან ერთად, დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, შეეცადოთ სამყარო უკეთესი გახადოთ და აღნიშნოთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს გარშემო ხდება.
მაგალითად, სცადეთ კვირის მანძილზე ყოველ დღე ბლოკნოტში ჩაიწეროთ სამი რამ, რამაც გულახდილად გაგაღიმათ და ძალიან მალე თქვენ მიხვდებით, რომ სიხარულისთვის მიზეზი საკმაოდ ბევრია.
10. იცხოვრეთ აქტიური სოციალური ცხოვრებით
ადამიანები, რომლებიც მარტოობას განიცდიან, უფრო ადრე კვდებიან. მათ სისხლში ცილა ფიბროგენის მაღალი პროცენტულობაა, რომელიც იწვევს თრომბების ფორმირებას, რაც თავის მხრივ გულსისხლძარღვთა და სხვა მძიმე დაავადებების გაჩენის მიზეზია. ასე რომ, ხშირად შეხვდით ძველ მეგობრებს და შეიძინეთ ახალი ნაცნობ-მეგობრები, იქონიეთ რაიმე ჰობი, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტხანს იყოთ თანამოაზრეებთან ერთად. კარგი ვარიანტებია – ცეკვის გაკვეთილები, ჭადრაკი, ფერწერის კურსები და ა.შ.