როგორ უნდა მიხვდე რომ ომეგა 3 გაკლია?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ომეგა-3 (omega-3) –  არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევას იწვევს. ის ორგანიზმის მიერ არ გამომუშავდება და სწორედ ამიტომაცაა, რომ მისი ყოველდღიურ საკვებ რაციონში ჩართვა აუცილებელზე აუცილებელია.

როგორ უნდა მიხვდე, რომ შენს ორგანიზმს ომეგა 3 აკლია? წაიკითხე ჩამონათვალი ბოლომდე და თუ რომელიმე პუნქტში საკუთარ თავს ამოიცნობ ე.ი. დროა კვების რაციონი შეცვალო:

მშრალი კანი
თუ კი მშრალი ან უხეში კანი გაქვს და ამასთან ერთად ქავილიც გაწუხებს, შეეცადე შენი კვების რაციონში ზეითუნის ზეთი, კაკალი და ავოკადო ჩაამატო.

უხასიათობა და დეპრესია
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ომეგა 3 მოქმედებს ჩვენს ხასიათზეც. ხშირად ბრაზდები და ვარდები დეპრესიაში? აბა, მაგ დროს ცხიმიანი თევზის ან სელის თესლის ჭამა სინჯე. მალევე იგრძნობ ხასიათის გამოდარებას.

დაღლილობა
სადაც თავს დადებ ყველგან გეძინება და სულ უენერგიოდ ხარ? დიდი ალბათობით შენს ორგანიზმს სასარგებლო ცხიმები აკლია. სინჯე შენს კვების რაციონში ქოქოსის კარაქის დამატება და აუცილებლად მალევე მოყოჩაღდები.

შიმშლი
1 საათიც არ გასულა რაც ჭამე და ისევ გშია? მუდმივი შიმშილიც ომეგა 3-ის ნაკლებობაზე მიუთითებს. აუცილებლად ჭამე ავოკადოს ბუტერბროდები და სალათებში ზეითუნის ზეთიც დაამატე, უმეტეს შემთხვევაში შიშილს დიდი ხნით ჩაახშობს.

სიცივე
ზაფხულ-ზამთარ სიცივის შეგრძნება, რა თქმა უნდა, მიუთითებს ცხიმების დეფიციტზე. ამას ვიზუალურადაც შეამჩნევდი. შენი წონა არა, მაგრამ ჯანმრთელობა ძალიან მედარდება, ამიტომაც გირჩევ, რომ კვების რაციონი გაამდიდრო ჯანსაღი ცხიმებით. მინდა, რომ სულ სითბოში იყო.

გაფანტულობა 
დიახ, ცხიმები ზეგავლენას ახდენენ შენს მეხსიერებასა და ზოგადად აზროვნებაზე. ასე, რომ თუ კი გავიწყდება რა ჭამე დილით, დღეს რა რიცხვია, ან თუნდაც ახლობელი ადამიანის დაბადების დღეები, მგონი დროა  შენი დიეტა შეცვალო და მიიღე ის ჯანსაღი ცხიმები, რასაც შენი ტვინი ითხოვს.

 

წონა
რახან დიეტა ვახსენე, ბარემ ესეც ვთქვათ. თუ კი წონაში დაკლება გიჭირს ესეც კი ცხიმების ნაკლებობაზე მიუთითებს. ვიცი, არარეალურად ჟღერს, მარგამ ახლავე აგიხსნი, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ცხიმებს, მისი ჩანაცვლება  ნახირწყლებითა და ცილებით ხდება. ნახირწყლები კი წონაში გვამატებინებს. ასე, რომ თუ კი ნახშირწყლებს ჩავანაცვლებთ ცხიმებით, ორგანიზმი ენერგიის დახარჯვას სწორედ მის ხარჯზე დაიწყებს, ცხიმების წვა კი წონის კლებას ნიშნავს.

მხედველობა
ომეგა 3 თვალებს ასაკბრივი მაკულარული დეგენერაციისგან, ჭარბი წნევისა და გლაუკომისგან იცავს. თუმცა აუცილებლად დაიმახსოვრე, ლაპარაკია სასარგებლო ცხიმებზე და არა შემწვარ ქათამზე, კარტოფილ ფრისა და ტორტის დიდ ნაჭერზე, რაც პირიქით აქვეითებს მხედველობას.

სახსრები
ომეგა 3-ის მეშვეობით დილაობით სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებს და ამასთან ერთად სისხლის მიმოქცევის სისტეემაც დაგირეგულირდება. ასე, რომ თავისუფლად შეგიძლია დაკავდე სპორტით, მთავარია, გაექცე „ცუდ“ ცხიმებს და მიირბინო „კარგ“ ცხიმებთან.

ქოლესტერინი
ყველასთვის ცნობილია, რომ ქოლეტერინის მომატება იწევს რიგ დაავადებებს, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ არასასარგებლო ქოლესტერინის პარალელურად საჭიროა ორგანიზმის ჯანსაღი ქოლესტერინით შევსება. მიიღე სასარგებლო ცხიმები სასარგებლო ქოლესტერინისთვის, მარტივი დასამახსოვრებელია ხო?

ხალხმრავლობა
ხალხმრავლობა გთრგუნავს და გღლის? გეზიზღება ისეთ ადგილებში სიარული, სადაც იცი, რომ ბევრი ადამიანი იქნება მაგალითად, საყიდლებზე, სტადიონებზე და ა.შ.? დიდი ალბათობით გონებრივად ძალიან ბევრს მუშაობ და შენ ტვინს ომეგა 3 აკლია. აუცილებლად ჭამე მეტი რაოდენობით ავოკადო, კაკალი, ზეითუნის ზეთი, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ომეგა 3-ს შეიცავს და ნახავ, როგორ მალე შეგიყვარდება ხალხში გასვლა.

გამოფიტვა
ალბათ, ყველას გვქონია მომენტები, როდესაც ისეთი შეგრძნება გვაქვს თითქო ჩვენი აკუმულატორი დაჯდა და გათიშულები ვართ. ეს ხშირად ვიტამინების ნაკლებობის ბრალია. შეიძლება დამატებით ვიღებდეთ А, D, Е და К ვიტამინებსაც, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს მისი ათვისება უჭირდეს. სწორედ ამიტომ საჭიროა ამ ვიტამინების ცხიმებთან ერთად მიღება, რათა კარგად შევიწოვოთ ისინი და კვლავ დავიმუხტოთ ახალი ენერგიით.

ასე, რომ ყველაფერი მარტივია - არა უსარგებლო და არა ჯანსაღ ცხიმებს (მართალია გემრიელია, მაგრამ მავნებელი) და მივიღოთ რაც შეძლება მეტი ჯანსაღი ცხიმები (აქაც არანაკლებ გემრიელობებია) !