როგორ უფუჭებენ მშობლები ბავშვებს მხედველობას? - 5 შეცდომა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

მხედველობის ჯადოსნური ვარჯიშებისადმი რწმენა და ადრეული განვითარებისადმი აკვიატებული ვნება, შეიძლება შენი შვილის მხედველობად დაგიჯდეს.

გადაამოწმე, უშვებ თუ არა აქედან რომელიმე შეცდომას?
 

ადრეული განვითარება

მშობლების აკვიატება, რომ მათი შვილი სხვებზე უკეთესი უნდა იყოს და სხვებზე ადრე განვითარდეს, რეალურად საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. არც ნერვული და არც ვიზუალური სისტემა, რომლებიც 3-4 წლამდე ფორმულირდება, არ არის მზად ნაადრევად ზედმეტი დატვირთვისთვის. შესაბამისად, ბავშვისთვის ნაადრევად ხატვის, კითხვისა და წერის სწავლებას შეიძლება თვალის დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.
 

შეუსვენებლად მეცადინეობა

“ვერ ადგები, სანამ ყველაფერს არ იმეცადინებ!” - ალბათ ხშირად მობისმენია და გითქვამს ეს ფრაზა. მაგრამ იცოდი თუ არა, რომ მხედველობის პრობლემები ბავშვებს არა სკოლაში არამედ სახლში უბითარდებათ? მიზეზი მარტივია. სკოლაში, 40 წთ-იანი გაკვეთილების შემდეგ 5-10 წთ-იანი შესვენებებია. სახლში კი ეს ფუფუნება ნაკლებადაა, რადგან მშობლებს უნდათ ბავშვმა ყველაფწრი ერთბაშად ისწავლოს.
 

საფრთის დაუნახავობა

ყველამ ვიცით, რომ მშობლები ცოტათი მშიშრები არიან, როცა საქმე ეხება მათი ბავშვების ჯანმრთელობას. ოდნავ რამე და ეგრევე ექიმთან მიარბენინებენ. თუმცა ოფთამოლოგთან ვიზიტი დიდად არც ახსენდებათ, თუ პრობლემა თვალსაჩინო არაა. იმიტომ, რომ მხედველობის პრობლემას ბავშვები დიდად ვერ ამჩნევენ, რადგან არ აწუხებთ. შესაბამისად - “თუ ვერ ამჩნევს, რა პრობლემაა?” რა პრობლემაა და უზარმაზარი. ამ უყურადღებობამ შეიძლება ბავშვის მხედველობა საგრძნობლად დააზიანოს. ზოგადად, ოფთალმოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია: 1თვისას, 3 თვისას, 6 თვისას, 1 წლისას, 2 წლისას, 3 წლისას. თუ კი ამ პერიოდში, რაიმე საგანგაშო არ გამოვლენილა, შემდეგი ვიზიტი შეგიძლიათ გადადოთ 6 წლამდე.


მხედველობის ვარჯიშები

სტაფილო, ნახვრეტებიანი სათვალეები, მხედველობის ვარჯიშები და ა.შ. - ეს ყველაფერი ისარგებლოა თუ კი შენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს. აი, მაგალითად, თუ კი ბავშვს მხედველობის პრობლემა მემკვიდრეობით აქვს, როგორ მოაგვარებს ამას მებისმიერი ვარჯიში? ხო არარეალურია? შესაბამისად, სანამ ვარჯიშებს დააწყებინებდე ან სტაფილოთი “გამოტენიდე”, ჩაეწერეთ ოფთალმოლოგთან. დღევანდელ მედიცინაში ბევრი საშუალებაა, რითიც მხედველობის უამრავი პრობლამა გვარდება.


სათვალის “დემონიზირება”

მხედველობასთან დაკავშირებით ბევრი მითია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული სათვალისადმი შიშია. ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ თუ კი ბავშვს სათვალეს გაუკეთებს მორჩა, მას ვერასდროს მოხსნიან და მის შვილს მთელი ცხოვრება სათვალეებით სიარული მოუწევს. აბსურდია! სათვალეები მხედველობას კი არ აფუჭებს, პირიქით, ეს მკურნალობის მეთოდია. თუ კი კარგი სპეციალისტი შეარჩიე, მაშინ არაფეის შეგეშინდეს, სათვალით მხედველობას ვერ გაუფუჭებ, პირიქით უსათვალოდ ავნებ.


ოლოსკენ, არსებობს 3 მარტივი მეთოდი თუ, როგორ შეგიძლია შეატყო რომ შენს ბავშვ მხედველობის პრობლემები აქვს:

  1. უფრო დიდი ასოებით წერს, ვიდრე აქამდე წერდა
  2. კითხვისას/წერისას/ხატვისას ძალიან ახლოს მოაქვს თავი
  3. ტელევიზორს ძალიან ახლოსან უყურებს