როგორ შევინარჩუნოთ თვალების ჯანმრთელობა - რა იწვევს ზაფხულის კონიუქტივიტს?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

თვალის ლორწოვანი გარსის ანთება - საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ზაფხულში კონიუქტივიტის განვითარების რისკი იზრდება: სიცხე ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო სწრაფად გავრცელებას, რომლებიც ადვილად აღწევს თვალში ჭუჭყიანი ხელებით, მცენარეების მტვრით, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას და ცრემლდენას. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ სიმპტომების და პროფილაქტიკური მეთოდების ცოდნა, რაც უკავშირდება თვალის ანთებით დაავადებებს, რათა შესაძლებელი იყოს ჯანმრთელობის დაცვა.

 

რატომ არის საშიში კონიუქტივიტის თვითმკურნალობა?
 

თუ დილით გაღვიძებისას თვალები დაწებებული გაქვთ, დაწითლებული და ტკივილსაც გრძნობთ, ეს სავარაუდოდ კონიუქტივიტია. თვალის ანთებითი პროცესი შესაძლოა გამოწვეული იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით, ალერგენებით - ამიტომ, საჭიროა დადგინდეს დაავადების ზუსტი მიზეზი და მოხდეს მისი სწორი მკურნალობის დანიშვნა. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ აღნიშნული პრობლემის დამოუკიდებლად მკურნალობა: თვალის ამორეცხვა ბალახეულის ნახარშით და ა.შ. ინფექციის არსებობის შემთხვევაში ეს ნამდვილად არ გიშველით. არც აფთიაქში თქვენით შერჩეული წვეთები იქნება ეფექტური, პირიქით, ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. მკურნალობის გარეშე დატოვებული ან არასწორად ნამკურნალევი კონიუქტივიტი შესაძლოა გართულდეს და გადავიდეს თვალის რქოვანას ანთებით პროცესში, რაც საბოლოოდ იწვევს მხედველობის დაზიანებას.

 

თვალის ანთებითი დაავადებების სიმპტომები


ქრონიკული კონიუქტივიტის განკურნება გაცილებით რთულია, ამიტომ, თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი სიმპტომები:

 


მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობები და დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ თვალის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზების დადგენაში.
 

ზაფხულის კონიუქტივიტის განვითარების ძირითადი მიზეზები


ალერგენები, ბაქტერიები, დაბინძურებულ წყალსაცავებში ბანაობა და სხვა ფაქტორები ახდენენ კონიუქტივიტის პროვოცირებას. ზაფხულის ანთებითი პროცესის ძირითადი პროვოკატორებია:  

 


თვალის ანთებით დაავადების ასაცილებლად, დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: თვალებს ნუ შეეხებით ჭუჭყიანი ხელებით, ისარგებლეთ ინდივიდუალური პირსახოცით და ხელსახოცით, დაიცავით თვალები მზისგან სათვალით. სიფრთხილით მოეკიდეთ წყალსაცავებში ბანაობას, სანამ ჩახვალთ გაარკვიეთ, საერთდ თუ არის დასაშვები მასში ბანაობა.

სეზონურ-ალერგიული კონიუქტივიტისას აუცილებლად დაგჭირდებათ ალერგოლოგის კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თვალის წვეთები და მედიკამენტები ალერგიული რეაქციების დასათრგუნად.

 

თუ თქვენ ატარებთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, ნუ დაიზარებთ მათ საგულდაგოლოდ მოვლას, მხედველობის კორექციის ამ საშუალებებს უნდა მოუაროთ გულდასმით და სწორად იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ინფექციის შეჭრა თვალებში.