როგორ მოემზადა ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალისთვის

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა.

აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა.
 


 

მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა