როგორ იარო სპროტდარბაზში თუ შენი ჩამრგვალებული ფორმების გამოჩენის გრცხვენია?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

plus-size ადამიანებისთვის რთულია სპროტდარბაზში სიარულის გადაწყვეტა, რაგდან იქ ნავარჯიშები და ლამაზი ტანის ხალხთან შეხვედრის შიში წინასწარ იპყრობთ.

რა უნდა ქნათ თუ ეს საკთხი შენც გეხება?
დატოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, თუ თავი ხელში აიყვანო და სპორტით დაკავდე?

მაშ ასე, თუ გადაწყვიტეთ შეცვალო შენი ცხოვრების სტილი, მე გირჩევ რით უდნა დაიწყო...

დაივიწყე კომპლექსები
რა უნდა ქნა, თუ შენი მსუქანი სხეულის გამოჩენის გრცხვენია? აიღე მაგალითი plus-size მოდელებისგან, რომლებიც რეგულარულად არიან სპორტით დაკავებული. წესად აქციე საკუთარი თავის მხოლოდ საკუთარ თავთან შედარება. შენზე მეტად ვის მოეწონება, როცა მუცლის პრესი გამოგიმუშავდება, ბრტყელი, ლამაზი მუცელი და გამოყვანილი წელი გექნება?

იზრუნე ეკიპირებაზე
აუცილებლად შეიძინე მოდური და ლამაზი სპოტრული სამოსი - ნუ დაიმალები დიდი ზომის და ულამაზო ტანსაცმელში! იცხოვრე დღევანდელი დღით - შენ თავი უნდა იგრძნო კარგად აქ და ახლა: კონტრასტული ფერები და პრინტებიანი ჩადგმები დაგეხმარება ზემდმეტი ნაწილბის დაფარვაში. აირჩიე V ან U ფორმით ამოჭრილი ზედები, თავი აარიდე მრავალფენიან სამოსს. სარბენი ბილიკისთვის შეიძინე სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც ახდენს ფეხის არომატიზაციას დატვირთვისას. აუზისთვის იყიდე ლამაზი, ღია ფერის საცურაო კოსტუმი. გახსოვდეს, თუ სამოსი არ გიხდება, ესეიგი შენი შესაფერისი არ გიპოვია, შენ აუცილებლად იპოვი ისეთ სამოსს, რომელიც ძალიან მოგიხდება და ხაზს გაუსვამს შენს მოხდენილობას და მიმზიდველობას!


შეარჩიე სწორი ვარჯიშები
როგორც წესი, ჭარბი წონის პრობლემა ხშირად დაკავშირებულია ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებთან, ამიტომ, ვარჯიშის დაწყებისას მნიშვნელოვანია რომ არ გადააჭარბო და ამით არ ავნო ორგანიზმის სხვა სისტემებს. ინტენსიურ ვარჯიშზე გადადი ეტაპობრივად და მავნედ ნუ გამოიყენებ ფიზიკურ დატვირთვას. მორიგეობით შეასრულე სხვადასხვა დატვირთივს ვარჯიში, რათა კუნთების სისტემამ შეძლოს ეტაპობრივი შეგუება. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს შენი სხეულის ჰარმონიულ ფორმაში მოყვანას. ვარჯიშის დროს გამოიყენე პულსისა და წნევის მაკონტროლებელი სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის შეგიძლია გამოიყენო გაჯეტები. ეფექტური პულსი, რომლის დროსაც ხდება ცხიმების წვა არის  მაქსიმალური ნიშნულიდან 60−70%-ზე არსებული ზონა. ასეთ რეჟიმში ვარჯიში საჭიროა მაქსიმუმ 40-45 წუთი.  

არ დაივიწყოთ ჰიგიენის შესახებ
ვარჯიშის დროს ნუ გამოიყენებ პარფიუმს და დეზედორანტებს, რომლებსაც აქვთ ინტენსიური არომატი. სპროტკლუბში გაოფლიანება ჩვეულებრივი მოვლენაა,  თუმცა არ დაგავიწყდეს დარბაზში წასვლისას პირსახოცის წაღება, შეეცადე მუდმივად სვა წყალი - ეს ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსის შენარჩუნებას.

ფიზიკური შრომისთვის და კარგი შედეგისთვის საკუთარი თავი წაახალისე
მნიშვნელოვანია არამარტო კარგი მუშაობა, არამედ კარგი დასვენებაც. აბანოში ან ჰამამში დასვენება დაგეხმარება ორგანიზმიდან მარილების გამოდევნაში, რომელიც კუნთებსა და სახსრებში ტკივილს იწვევს. შეიძინე სახისა და ტანის დამატენიანებელი და გამწმენდი ნიღბები, მორიგეობით გამოიყენე ისინი და გაისუფთავე კანი, ასევე კარგი იქნება თმის დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბების გამოყენებაც - საუნაში მათი გამოყენება გაცილებით ეფექტურია. ეტაპობრივად შეეჩვიე spa-სეანსებს, რაც დამატებითი მოტივატორი გახდება სპორტ-დარბაზში წასვლისთვის.

ნუ გექნებათ სწრაფი შედეგის მოლოდინი
ნუ ჩაიციკლები საკუთარ წონაზე - პირველი და უკანასკნელი ნამდვილად არ ხარ. ვარჯიშის მიზანი შეიძლება მარტო ლამაზი სხეული არ იყოს, ვარჯიში კარგია ზოგადად ჯანმრთელობისა და ორგანიზმის გაკაჟებისთვის. ინტენსიური ვაჯიში ასევე ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას, რაც უარყოფითად მოქმედებს სხეულის ფორმებზე და ზოგადად გარეგნობაზე: კანის მდგომარეობას აუარესებს, ასევე ვნებს კბილებს, ხასიათს და განწყობას აფუჭებს და საერთო მოთენთილობასაც იწვევს.

რეგულარული ვარჯიში დაგეხმარება გაჯანსაღდე, რაც გახდება საღი და ახალი იდეების, ნათელი აზროვნების წყარო. როცა ირწმუნებ, რომ საკუთარი ცხოვრების შეცვლა მხოლოდ შენს ხელშია და ამის გაკეთბა ძალიან მარტივი რამით შეიძლება, ისეთით, მაგალითად როგორიც არის სპროტ-დარბაზში მისვლა და ვარჯიშის დაწყება, ცხოვრებისეული მოტივაცია აიწევს და გაცილებით მეტის კეთებისა და მიღწევის შესაძლებლობა მოგეცემა.

აბა შენ იცი, Good luck!

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა