როგორ გავთვალოთ სწორად დღე-ღამეში მისაღები წყლის ნორმა?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
წყალი: ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხე ყველა ადამიანისთვის. მისი უკმარისობა ორგანიზმში საკმაოდ მწვავედ აღიქმება - სახეზე არაჯანსაღი შეფერილობით, ჭარბი წონით, ზოგადად ცუდად ყოფნით და ეს ყველაფერი ზრდის ორგანიზმის სრულად გაუწყლოების რისკს, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამის შეჩერება მარტივია - საჭროა დღე-ღამის განმავლობაში მიიღოთ საჭირო რაოდენობით წყალი.
რამდენია წყლის სადღეღამისო ნორმა თითოეული ადამიანისთვის?
ამ შეკითხვაზე პასუხის მოძებნა გადაწყვიტეს ამერიკელმა მეცნიერებმა. მათ შეძლეს შეემუშავებინათ სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს შეუძლია მარტივად გამოთვალოს მისი ორგანიზმისთვის საჭირო წყლის სადღეღამისო ნორმა.
ფორმულა ძალიან მარტივია. გამოთვლის საფუძვლად იღებენ ადამიანის წონას, რომელიც უნდა გაიყოს 2,2-ზე, ხოლო მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს ადამიანის ასაკზე, საბოლოო რიცხვი კი გაიყოს 28,3-ზე - მიღებული რიცხვი არის წყლის რაოდენობა, რომელიც დღე-ღამის მანძილზე უნდა მიიღოს ადამიანმა.
აღსანიშნავია, რომ სითხის მოცულობაში შესაძლებელია უშაქრო მწვანე ჩაის ჩართვა. ყავა, წვენები, კომპოტები, ბულიონები და მითუმეტეს ალკოჰოლური სასმელები მასში არ შედის.
სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ფორმულა გათვლილია ამერიკული სტანდარტების მიხედვით, ანუ, წყლის რაოდენობის გათვლა ამ ფორმულით ხდება უნციებში, ხოლო ადამიანის წონის - ფუტებში.
მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული ამ ფორმულით გათვლილი წყლის რაოდენობას უნდა დაამატონ ყოველ ნახევარ საათში 340 მლ წყალი, რადგან ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმი გაცილებით მეტ სითხეს კარგავს ოფლთან ერთად.
მთლიანობაში, წყლის ოპტიმალური რაოდენობა საშუალებას იძლევა არამარტო გაიუმჯობესოთ გარეგნული მდგომარეობა, არამედ შინაგანადაც კარგად იგრძნოთ თავი და ზედმეტი წონაც ადვილად მოიშოროთ, რისთვისაც კარგი იქნება თუ სწორი კვების რაციონს ან დიეტის ფორმას შეარჩევთ. გაითვალისწინეთ, რომ სწორი კვების რაციონი და რეჟიმი, მათ შორის დიეტაც, უნდა დაგინიშნოთ გასტროენტეროლოგმა ან დიეტოლოგმა, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.