როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის მძიმე მოგონებებისგან
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
წარსული ცხოვრებაში ხელს გიშლით? უსიამოვნო მოგონებები თავს არ განებებენ და მოსვენებას არ გაძლევენ? ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ უნდა გათავისუფლდეთ მათგან.
დასაწყისისთვის საჭიროა თქვენთივის მკაფიო ფორმულირება მოახდინოთ იმისა, თუ რისგან გსურთ გათავისუფლება. ფორმულირება «მე მინდა წარსულის დავიწყება» - უნდა შედგებოდეს ძალიან კონკრეტული და გასაგები დეტალებისგან.
ბედნიერების წერილი
თუ თქვენი ნეგატიური გრძნობები ვინმეს მიმართ ძალიან ძლიერია, მიწერეთ იმ ადამიანს წერილი. შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერით, თუმცა კალამი და რვეული უკეთესია. დაწერეთ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, მაქსიმალურად სრულად გადმოეცით თქვენი ემოციები. თუ წერილი ძალიან გრძელი გამოვა ეს ნუ აგაღელვებთ. გამონათქვამებშიც ნუ იქნებით მორიდებული, რადგან ამ ფურცლებს არსად არ გააგზავნით (სწორედ ამიტომ სჯობს ქაღალდის ფურცლები კომპიუტერულ ფაილს, რადგან დიდია ალბათობა, რომ ტექსტის ადრესატისთვის რეალურად გაგზავნის ცდუნება გაგიჩნდეთ). წერილი შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ წაიკითხოთ, რაიმე დაამატოთ ან ამოშალოთ, და ეს აკეთოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სათქმელი იმ ადამიანისთვის მეტი აღარაფერი გაქვთ. ამის შემდეგ გაიტანეთ რვეული გარეთ , დაწვით და თვალი არ მოაშოროთ ცეცხლის ალში გახვეულ ტექსტებს, დააკვირდით როგორ იწვება, ქრება და იფერფლება, მერე კი ჰაერში მიდის თქვენი ბრაზი.
განშორების წერტილი
წარმოიდგინეთ დეტალებში იმ ადამიანის ფიგურა, რომელთანაც დამშვიდობება გსურთ. კარგად დააკვირდით, ხოლო შემდეგ მოახდინეთ იმის ვიზუალიზაცია, თუ რა ნელა ცილდებით მას. ამ შემთხვევაში ბევრი ვარიანტია: შეგიძლიათ ფეხით მოშორდეთ, მანქანით ან სხვა ფორმით და უყუროთ წარმოსახვაში იმას, თუ როგორ პატარავდება, შორს ჩანს და ბოლოს საერთოდ თვალსაწიერს ეფარება მისი სხეული და ქრება თქვენი ცხოვრებიდან. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას იგრძნობთ იმ მომენტში, როცა ეს წერტილი საბოლოოდ გაქრება. თუ სიმსუბუქეს და გათავისუფლებას — მაშინ ყველაფერი სწორად ხდება. ეს ტექნოლოგია დაგეხმარებათ ადამიანების ჯგუფთან დაშორებაშიც, თქვენ წარმოიდგინეთ რაიმე კონკრეტულ ადგილთან დაშორებაშიც კი, თუ რა თქმა უნდა თუ ეს ყველაფერი თქვენთვის უსიამოვნო მომენტების სიმბოლოა.
სულ მაღლა და მაღლა
იყიდეთ ჰელიუმით გაბერილი ბუშტი. დააწერეთ ზედ: «მე შენ გიშვებ, …» მრავალწერტილის ნაცვლად უნდა დაწეროთ იმ ადამიანის, ადგილის ან გრძნობის სახელი, რომლის დავიწყებაც გსურთ, რის შემდეგაც ბუშტი უნდა გაუშვათ. თუ მაგიური რიტუალები მოგწონთ, ამის გაკეთება ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ.
საავტორო სვეტი
ბლოკნოტის ერთ გვერდზე ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, შეხვედრა, გრძნობა, გამარჯვება, მარცხი და პრობლემები, რომლებიც იმ პერიოდს უკავშირდება, რომლის დავიწყებაც გსურთ. მეორე გვერდი გაყავით ორად, ერთ სვეტს დააწერეთ «წარსულში ვტოვებ», ხოლო მეორეს «მომავალში მიმაქვს». შეავსეთ ეს ცხრილი. პირველ სვეტში სჯობს ადამიანების სახელების ნაცვლად ჩაწეროთ გრძნობები, რომლებსაც ისინი შენში იწვევენ, მაგალითად, არა «ალექსანდრე», არამედ «წყენა ალექსანდრეზე», «ზიზღი ალექსანდრეს მიმართ». შემდეგ, თუ მოგინდებათ, მოაჭერით «წარსული»-ს სვეტი და დაწვით, ფერფლი კი უნიტაზში ჩარეცხეთ.
რაზეა საუბარი
თუ თქვენ კარგი მეგობარი გოგო ან ბიჭი გყავთ, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ იმით, რომ უბრალოდ მოგისმინონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს უკვე ათასჯერ გააკეთეთ და მეგობრების მიერ მოცემული რჩევების გათვალისწინება აზრადაც არ მოგსვლიათ. ამჯერად სთხოვეთ მეგობარს უბრალოდ ჩუმად იყოს და მოგისმინოთ. სიჩუმის გამო მსნენელის მიმართ შეიძლება ბრაზი და აგრესიაც კი გაგიჩნდეთ, მაგრამ თავიდანვე გააფრთხილეთ მეგობარი, რომ საწყენი რამ თუ წამოგცდათ, ყურადღებას ნუ მოგაქცევთ. როცა მონოლოგს დაასრულებთ ამ ფორმით, საგრძნობლად მოგეშვებათ.
მაპატიე - ნახვამდის
აიღეთ ქაღალდის ფურცელი და დაწერეთ მასზე ყველას სახელი, ვინც ოდესმე გაწყენინათ. სახელების წერისას ხმამაღლა გაიხსენეთ რა გაგიკეთათ თითოეულმა მათგანმა. აიღეთ ახალი ფურცელი, ისევ ჩამოწერეთ იგივე სახელები და ყოველ სახელს ბოლოში მიუწერეთ და თან ხმამაღლა გამოთქვით შემდეგი სიტყვები: «მე შენ გპატიობ». მოუსმინეთ შინაგან გრძნობებს: ვიღაცის პატიება გამოგივათ, ვიღაცის არა, თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში სია შემცირდება და ეს მთავარია. ამ მეთოდის გამოყენება სასურველია მხოლოდ მაშინ, როცა იმ ადამიანების უმრავლესობის მიმართ ძლიერ ბრაზს აღარ გრძნობთ და ნამდვილად მზად ხართ აპატიოთ. ამიტიომ, მისი გამოყენება სჯობს მას შემდეგ, რაც ზემოთ მოყვანილ სხვა მეთოდებს ცდით.
ლოდინის სწავლა
წარსული ისეა მოწყობილი, რომ ძალიან გვიან გვტოვებს თავისით. შინაგანად თქვენში მიდის იმაზე მუშაობა თუ რისი დავიწყება გსურთ და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, წარსულთან განშორება ვერ მოხერხდება. წარსულის დავიწყების შეუძლებლობის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან შორეულ მოვლენებთანაც კი, რომელთა გახსენება შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ. ამიტომ, «წარსულის დავიწყების მეთოდები» შესაძლოა განახლების საწინდარი გახდეს თქვენთვის. თავდაპირველად საჭიროა დალოდება ისწავლოთ, რითაც წარსულს საშუალებას მისცემთ დაასრულოს მუშაობა და ამის შემდეგ დაგემშვიდობოთ.