როგორ გავიგოთ რა ხდება ბავშვის სკოლაში
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ ბავშვს ჰკითხავთ «როგორ არის სკოლის საქმეები?», სავარაუდოდ მიიღებთ პასუხს: «ნორმალურად».
თუ თქვენ რეალურად გინდათ გაარკვიოთ რა ხდება სკოლაში, როგორ ჩაიარა თქვენი შვილის სასწავლო დღემ, მაშინ დაეხმარეთ თქვენ შვილს მოგიყვეთ ყველაფერი ისეთი შეკითხვების დასმით, რომლებზეც მას კონკრეტული პასუხების გაცემის საშუალება ექნება.
დაუსვით ბავშვს შემდეგი შეკითხვები:
- დღეს სკოლაში ყველაზე კარგი რა მოხდა? დღეს სკოლაში ყველაზე ცუდი რა მოხდა?
- მომიყევი რამე სასაცილო, რაზეც დღეს სკოლაში იცინე?
- არჩვა რომ შეგეძლოს, ვისთან ერთად ისურვებდი კლასში დაჯდომას? და ვისთან ერთად არ გინდა დაჯდომა? რატომ?
- სკოლის საუკეთესო ადგილზე მომიყევი რამე.
- რომელი უცნაური სიტყვა გაიგონე დღეს სკოლაში? იქნებ რამე უცნაური გითხრეს სკოლაში?
- შენი მასწავლებელი რომ მოგვეწვია სტუმრად, როგორ ფიქრობ, რას მომიყვებოდა შენზე?
- ვის დაეხმარე დღეს?
- ვინმე დაგეხმარა დღეს?
- მომიყევი ახალი რა გაიგე დღეს?
- იყო მომენტი დღეს, როცა თავი ძალიან ბედნიერად იგრძენი?
- დღეს მოწყენილი ხომ არ იყავი? რატომ?
- უცხოპლანეტელები რომ მოსულიყვნენ და ვინმე წაეყვანათ შენი კლასიდან, ვინ გენდომებოდა, რომ წაეყვანათ?
- მათგან, ვისთანაც არასოდეს გითამაშია, ვისთან ისურვებდი დასვენებაზე თამაშს?
- მომიყევი რაიმე კარგზე, რაც დღეს შენს გარშემო მოხდა.
- დღეს მასწავლებელი რომელ სიტყვას იმეორებდა ყველაზე ხშირად?
- სკოლაში ყოფნისას ყველაზე მეტად რისი გაგება გინდა?
- რა არის ისეთი, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გინდა სკოლაში?
- ვისთან ერთად მოიქცეოდი ყველაზე კარგად სკოლაში?
- სად თამაშობ ყველზე ხშირად დასვენების დროს?
- ვინ არის ყველაზე სასაცილო მოსწავლე თქვენს კლასში? რატომ არის ის ასეთი სასაცილო?
- დღევანდელი სადილი მოგეწონა? რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
- ხვალ მასწავლებელი რომ გახდე რას გააკეთებდი?
- როგორ ფიქრობ, იქნებ რომელიმე შენი კლასელისთვის უმჯობესია სკოლიდან წავიდეს?
- კლასში ვის გაუცვლიდი ადგილს? რატომ?
- მომიყევი დღევანდელ სამ სხვადასხვა შემთხვევაზე, როცა ფანქარი გამოიყენე სკოლაში.
ჩვენი საიტის მკითხველ მშობლებსაც და შვილებსაც გისურვებთ ურთიერთგაგებას და სიყვარულს!