როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
მოდი გამოვიცნობ: ეს სტატია იმიტომ გახსენი, რომ შენთვის ნაცნობი სიტუაციაა თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუჭის გაღიზიანება, თავბრუსხვევა და ზოგადი ტანჯვა ხმაურიანი წვეულების შემდეგ?
ალბათ დასვენებაც/შვებულებაც გიწევს და გინდა ეს პერიოდი მაქსიმალურ მხიარულებაში გაატარო ანუ “დალიო ბოლომდე”. თუმცა დასვენების დღეების მხიარულად გატარების სურვილი ისეთივე ძლიერია, როგორც შემდეგ სწრაფი აღდგენის სურვილი.
ამიტომაც, არა სასიამოვნო შეგრძნებები რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს, გთავაზობ რამდენიმე ნაცად life hacks:
- უზმოზე ნუ დაიწყებ დათრობას. აუცილებლად ჭამე რამე, რადგან მშიერზე ბევრად უფრო მალე და მარტივად “მოგეკიდება”.
- ეგრევე განსხვავებულით დალევას ჯობს პატარა ზომის ჭიქით თუ დაიწყებ და შემდეგ ნელ-ნელა გაზრდი.
- ნუ აურევ სასმელს, ანუ მიჰყევი ბოლომდე იმას, რითიც დაიწყე.
- დალევისას რამე მიაყოლე.
- მიიღე ცხელი კერძები მაგ: ხაში, მჟაუნისა და მაწვნის სუპი. ასევე გაზგასული მინერალური წყალი, ნებისმიერი ციტრუსის წვენი, კარგია კიტრის ან კომბოსტოს მწნილის წვენი, მაწონი.
- შეგიძლია ეს რეცეპტიც მოსინჯო: 1 კვერცხს შეურიე 1 სუფრის კოვზი ძმარი, დაამატეთ მარილი და წიწაკა და გათქვიფე. დალიეთ ერთი ამოსუნთქვით.
- თუ პირველი არ მოგეწონა აი, მეორე რეცეპტიც: ერთ ჭიქა წყალში გახსენი 20 წვეთი პიტნის ნაყენი და დალიე.
- ჯობს ნაბახუსევზე არსად გახვიდე. დაწექი საწოლში და შეეცადე ოთახი გაანიავო, რადგან სუფთა ჰაერი ძალიან გჭირდება.
- არ დალიო ყავა და ძლიერი ჩაის, რადგან ისინი გულის პულსს აჩქარებენ და ამან, შესაძლოა, გულის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.
- მოერიდე ცხელ აბაზანასა და საუნას, რადგან ამან, შესაძლოა, თავბრუსხვევა და გულის წასვლაც კი გამოიწვიოს.
- ნაბახუსევზე ისევ ალკოჰოლის დალევას ნუ დაიწყებ. კი, ცოტახნით შეგიმსუბუქდება მდგომარობა მაგრამ მერე "ვაის გავეყარე და უის შევეყარე" დაგემართება.
- არ დაკავდე სექსით, გულს ასე ძალიან ნუღარ გადატვირთავ.
მონახეთ ექიმები : 1000+ ექიმი
მონახეთ კლინიკები : 5000+ კლინიკა