როგორ ებრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბახუსს
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
გართობას და ხალისიან, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელით გაჯერებულ საღამოს მოსდევს საკმაოდ მძიმე შედეგი „ბახუსი“-ს სახით, რასაც ზოგიერთი უმკლავდება შუშხუნა ასპირინის, ცხელი წვნიანის, ლუდის ან ძილის დახმარებით. გაინტერესებთ როგორ უმკლავდებიან ამ მძიმე მდგომარეობას სხვადასხვა ქვეყნებში? მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ
1. ნამიბია
სამხრეთაფრიკულ ამ ქვეყანაში ადგილობრვი მოსახლეობა იყენებს 100%-იან (მათი აზრით) მეთოდს ბახუსთან ბრძოლისთვის — კამეჩის რძეს. ნამიბიელების ბახუსის საწინააღმდეგო სასმელი შეიცავს: ნაღებს, მუქ რომს, სანელებლებს და ლიქიორს. წარმოგიდგენიათ მსგავსი ნაზავის დალევა? ნამიბიელების აზრით, ეს ნაზავი ბახუსის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის კარგი საშუალებაა.
2. პერუ
პერუელებს გართობა ძალიან უყვართ, თუმცა ალკოჰოლის შემდეგ ბახუსისგან გათავისუფლებაც კარგად გამოსდით, რასაც თევზის სუპით და სპეციალურად მომზადებული ლიმონის, ლაიმის, ნიორი და ჯინჯერის წვენით ახერხებენ. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ გემრიელად ჟღერს და თან უალკოჰოლოა.
3. ველური დასავლეთი
ველურ დასავლეთში კოვბოებს ხელი არ მიუწვდებოდათ ბახუსთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე. როგორ ფიქრობთ, რით ახერხებდნენ ისინი თავის შველას სიმთვრალის მძიმე შედეგებისას? ვისკით? - არა, ისინი სვამდნენ გრანულირებული ჩაის ნაყენს. თითქოს ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ მთავარი აქ ის არის თუ როგორ მზადდებოდა ეს ჩაი: კურდღლის ცურცლს ასხამდნენ მდუღარე წყალს და... მგონი გაგრძლება არც ღირს...
4. ავსტრალია
ავსტრალიელებს ძალიან უყვართ ვეჯიმაითი, ისინი ამ სასმელს იყენებენ არამარტო თრობის, არამედ ბახუსიდან გამოსვლისთვისაც. თუ არ იცით რა არის ვიჯიმაითი, აგიხსნით: ეს არის სქელი ფაფისებური მასა, რომელიც მზადდება საფუარის ექსტრაქტზე. დაახლოებით თხელი კონსისტენციის Nutella რომ წარმოიდგინოთ, მაგრამ გემო მას სულ სხვანაირი აქვს.
5. კანადა
თუ კანადელი წინა ღამით ბევრს დალევს, დილით ის მიირთმევს ძალიან ბევრ კარტოფილის ფრის, ყველის ნაჭრებთან და ცხარე კეტჩუპტან ერთად. ეს კერძი ისედაც მშვენივრად შეიძლება მიირთვას ნებისმიერმა ადამიანმა.
6. ბანგლადეში
ბანგლადეშელები ბახუსისას სვამენ ქოქოსის წვენს. ის ბევრ კალიუმს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ ბახუსიდან გამოსვლას.
7. უნგრეთი
უნგრელები — კატეგორიული ერია. თუ ამ ქვეყანაში მოხვდით და ბახუსი გაქვთ, სავარაუდოდ ბრენდის დალევას შემოგთავაზებენ, რომელიც ბეღურას სკლინტით მზადდება... როგორ მოგწონთ?
8. პუერტო-რიკო
პუერტორიკოელებმა ბახუსთან ბრძოლის თავისი მეთოდი შეიმუშავეს, რომლის დროსაც ისინი იყენებენ ლიმონის ან ლაიმის ნაჭერს. სასმლის დალევამდე მათ ხელისგულებში იზელენ და შემდეგ სვამენ — მართალია ამ მეთოდის სამეცნიერო დადასტურება არ გვაქვს, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს, არა?
9. ჰაიტი
ჰაიტიზე ბახუსთან ხუმრობა არ უყვართ. მისგან თავის დაღწევისთვის ისინი მაგიას მიმართავენ - 13 ცალ შავთავიან ქინძისთავს არჭობენ იმ ბოთლის საცობში, საიდანაც წინა ღამით სვამდნენ და ბახუსი ასე ჯადოსნური გზით ქრება. საკმაოდ მარტივი მეთოდი ჩანს, რამდენად ეფექტურია ალბათ გამოცდის შემდეგ შეიძლება ითქვას.
10. ირლანდია
ირლანდიური ტრადიციის თანამხმად, ბახუსისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა სანაპიროზე ყელამდე ქვიშაში ჩაფლობა. მეცნიერებას ჯერჯერობით არ დაუდგენია ამ მეთოდის ეფექტურობა, მაგრამ ის შეიძლება ჩაითვალოს ცივი შხაპის ალტერნატივად, რომელიც ზოგჯერ მართლაც შველის ბახუსს.