როგორ დავძლიოთ გაციების სიმპტომები 24 საათში?!


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ალბათ ყველას გვქონია ისეთი შემთხვევა როდესაც დილით იღვიძებ და გრძნობ, რომ ცივდები.

აი, ეს კი - “იდეალური ყოველდღიური რუტინა" მათთვის, ვისაც სურს გაციების სიმპტომები 24 საათში დაამარცხოს: 

დილა - დაიწყე დღე ცხელი შხაპით. თუ კი ექპერტებს დავუჯერებთ, ცხელი ორთქლი ხსნის ცხვირის “გაჭედილობის” შეგრძნებას, ხოლო ცხელი წყალი - ძვლების “ტეხის”. საუზმეზე, შეგიძლია მიიღო ხილის სალათი, მაგალითად: ფორთოხალისა და კივის, ან მიირთვა ფაფა ახალი კენკრით. მოერიდე ყავასა და ჩაის. ისინი შეიცავენ კოფეინს და ორგანიზმიდან სხვა სითხეებს გამოდევნიან. ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ კი ახლად გაწურულ ფორთოხლის წვენის დალევ.

შუადღე - როგორც კი სიმპტომებს იგრძნობ, არსად გახვიდე, დარჩი სახლში სითბოსა და სიმყუდროვეში. თუ კი მაინც გიწევს გასვლა და სხვა გამოსავალი არაა, მაშინ დაიცავი ცხვირი სიცივისგან. გაიკეთე თბილი შარგი და წაიღე ცხვირის დამცავი  სპრეი. ძალიან კარგია თუ კი ამ დროს მიირთმევ ქათმის სუპს. ასევე შეეცადე ბევრი წყალი დალიო და ერიდე ალკოჰოლს. 

საღამო - საუკეთესო ვახშამი ამ დროს ცხარე კარის სუნელია. ასევე უმჯობესია თუ კი ადრე დაიძინებ, რადგან უძილობა უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. უნდა გეძინოს მინიმუმ 8 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი შესუსტდება და დღის პროცედურების (წინა ორი პუნქტი) ეფექტიც შემცირდაბა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+კლინიკა