როგორ დავანებო მოწევას თავი?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

იცი, რომ მოწევა მავნებელია მაგრამ არ იცი, როგორ შეეშვა?

ახლა მე შენ 3 მარტივ ხერხს გასწავლი, წაიკითხე და დაიმახსოვრე! 

იკვებე სწორად
თუ კი გადაწყვიტე, რომ მოწევას თავი უნდა დაანებო, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ამიერიდან სისხლში შაქრის შემცველობის გაკონტროლება მოგიწევს. ნიკოტინი სისხლში შაქრის ბალანსს არღვევს. უმეტესობა ყოფილი მწეველებისა იმიტომაც იწყებენ ბევრის ჭამასა და წონაში მომატებას. ეს უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილო - მიირთვი შვრიის ფაფა და მსგავსი მარცვლეულობები, მსუბუქი წახემსებისას ჩაკბიჩე ვაშლი ან ჩაახრამუნე ნუში, ასევე ხშირად ჭამე თევზი ბრინჯის გარნირით.

როდის “გისწორდება”?
ჩამოწერე სია როდის და რატომ ეწევი სიგარეტს მაგ: დალევისას, სტრესისას, ყავასთან ერთად, ჭამის წინ, სექსის შემდეგ და ა.შ. ყოველ კვირას აირჩიე ერთ-ერთი ჩვევა, რომლის კეთებისასაც აღარ მოწევ. მაგ: დილით დალიე ყავა ისე, რომ პარალელურად სიგარეტსაც არ გაუკიდო. თუ კი ვერ მოითმინე და "შემოგეწია" შემდეგი რამე გააკეთე: აიღე გამჭვირვალე ქილა, აავსე წყლით და ჩაყარე შიგნით თითოეული ზედმეტად მოწეული სიგარეტის ნარჩენები, შემდეგ ეს ქილა გამოსაჩენ ადგილას დადგი. ყოველთვის, როცა მოწევა მოგინდება მოხადე სახურავი და შეიგრძენი “სურნელება”. როგორია აბა, მოგწონს? ცოტა უსიამოვნო მეთოდია მაგრამ ასე სიგარეტი შეგზიზღდება.

ნელ-ნელა და ცოტ-ცოტა...
თუ კი მანამდე 9 მგ ნოკოტინიან სიგარეტს ეწეოდი, ეტაპობრივად 1 მგ-მდე ჩამოდი. ამის მერე შეამცირე რაოდენობაც, მაგ: თუ ეწეოდი დღეში 15 ღერს 1 ღერამდე ჩამოდი. თუ არ გყოფნის საღეჭი რეზინი მიაშველე.

მოძებნე შესაბამისი ექიმები: 5000+ ექიმი
მოძებნე შესაბამისი კლინიკები: 1000+ კლინიკა