როგორ ავიცილოთ მუცლის შებერილობა მენსტრუაციის დროს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

მენსტრუალური ციკლის დროს მუცლის შებერილობას უჩივის დაახლოებით 70% ქალბატონებისა, ამის მიზეზად კი პროგესტერონის მკვეთრი ვარდნა და ესტროგენის დონის რყევა სახელდება.

 

საკვებად მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ცილებითა და კალიუმით. ასე მაგალითად: ბანანი, ნესვი, რაც ეხმარება ორგანიზმში სითხის ბალანსის აღდგენას, - გვირჩევს იზაბელ სმიტი, ფიტნეს - ინსტრუქტორი და დიეტოლოგი ნიუ-იორკიდან. ასევე, სასურველია თხილის ჩართვა კვების რაციონში. მეტი ცილა, რასაც შეიცავს თევზეული, ქათამი ასევე სასარგებლოა. როგორც ექიმები გვირჩევენ, კარგია, თუ მიიღებთ ლიმონიან წვენს, საზამთროს, კიტრს, რაც შეგიმსუბუქებთ მუცლის შებერილობას.

 

შეგიძლიათ ფიზიკური დატვირთვაც არ შეამციროთ და ივარჯიშოთ ამ დღეებშიც.

 

რაც შეეხება ბროკოლსა და კომბოსტოს, უმჯობესია მოერიდოთ ამ დღეებში და სხვა დროისთვის გადადოთ. ისინი მუცლის შებერილობას უწყობენ ხელს და დისკომფორტს გიქმნიან.

 

როგორც წესი, მჯდომარე და პასიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანს აწუხებთ მუცლის შებერილობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, - აღნიშნავს შერი როსი, ექიმი. იდეალური ვარიანტია ასეთ დროს ცურვა და ფიზიკური დატვირთვა.

 

ალკოჰოლს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ წინამენსტრუალურ პერიოდში, რაც ხელს უწყობს მეტეორიზმს, განწყობის ცვლილებას. ასევე, უმჯობესია შეამციროთ კოფეინის მიღებაც.

 

ეცადეთ, უფრო მეტად დაისვენოთ სუფთა ჰაერზე და მეტი ძილი ჩართოთ დასვენების პროგრამაში, სულ მცირე 8 საათით ძილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

რაც შეეხება ტკბილ და გაზიან სასმელებს, თუ მათ საერთოდ ამოიღებთ თქვენი საკვები რაციონიდან, უმჯობესია. ისინი ხშირად მუცლის შებერილობას იწვევენ და დისკომფორტიც ახლავს თან. ამის ნაცვლად დალიეთ მეტი წყალი, რაც საჭმლის მონელებას და მეტაბოლიზმს უწყობს ხელს.