„რითაც შემიძლია გეხმარებით გამრავლებაში“

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს. 

ვიდეო, სოციალურ ქსელში მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით - „რითაც შემიძლია გეხმარებით გამრავლებაში“

ვიდეოს, სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა - ავტორმა, მოგვიანებით გაავრცელა facebook პოსტი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი, პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.

წყარო: Spacesnews/სივრცეები

ცნობისთვის:
პრეზერვატივი — დამცავი კონტრაცეპციული ყველაზე პოპულარული საშუალებაა, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება სქესობრივი აქტის დროს - როგორც არასასურველი ფეხმძიმობისგან, ასევე სქესობრივი გზებით გადამდები ვირუსებისგან თავის დასაცავად. 

არასასურველი ფეხმძიმობისა და სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის მიზნით გამოყენებული პრეზერვატივების არაეფექტურობას სამ ძირითადი მიზეზი განაპირობებს:

  1. პრეზერვატივის არასწორი გამოყენება.
  2. პრეზერვატივის მექანიკური დაზიანება-გახევა და დაცურება.
  3. პრეზერვატივის კედლების (მემბრანის) გამტარიანობის დარღვევა ვირუსებისა და ბაქტერიებისათვის.