რატომ დუმან ამის შესახებ ექიმები?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

 თავის ტივნის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების დროს, დაწყებული ოსტეოქონდროზით და დამთავრებული ათეროსკლეროზით. სისხლძარღვების რეგულარული გასუფთავება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ თავის არეში სიმძიმის შეგრძნებისგან, გაქრება თავის ტკივილი, გაგიუმჯობესდებათ ცნობიერება, გამოგისწორდებათ ხასიათი.

სტატიაში მოცემულია 5 ეფექტური და გამოცდილი რეცეპტი, რომლებიც ხელს უწყობენ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდას.


 მეთოდი 1: თაფლი და ნიგოზი

1 ულუფის მოსამზადებლად საჭიროა დააქუცმაცოთ ხუთი ცალი ნიგოზი და კარგად აურიოთ ერთ სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლში, დაამატეთ მწიკვი დარიჩინი და ჯინჯერი, აურიეთ კარგად და 24 საათით შედგით მაცივარში. მიღებული ნარევი მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 ს/კ ოდენობით.


მეთოდი 2: ხახვის წვენი და თაფლი
 

საჭიროა გამოწუროთ ხახვის წვენი წყლის ჭიქის მესამედი რაოდენობით, აურიოთ ნატურალურ თაფლში, მიიღეთ დღეში სამჯერ 1 ს/კ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი არამარტო ეფექტურად გაწმენდს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ასევე გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.


მეთოდი 3: ნატურალური წვენები
 

ყოველდღიურად, სადილობამდე და ვახშმობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი, რომელიც შეგიძლიათ შეანაცვლოთ ვაშლის ან სტაფილოს წვენით — წვენის ყიდვისას დააკვირდით შემადგენლობას, რათა ის იყოს მაქსიმალურად ნატურალური, ან თავად დაწურეთ სახლში.


მეთოდი 4: ოროვანდის ნაყენი
 

ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა თერმოსში მოთავსებულ 10 გრ გამხმარი ოროვანდის ფესვებს დაასხათ ადუღებული წყალი და გააჩეროთ 8-10 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გადაწუროთ და შეინახოთ ცივ ადგილას. ნაყენი უნდა მიიღოთ საუზმობამდე ნახევარი საათით ადრე 4 ჩ/კ ოდენობით. პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს.


მეთოდი 5: სასარგებლო პროდუქტები
 

ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისთვის  და სისხლძარღვების გაწმენდისთვის საჭიროა ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვათ ერთი ცალი მანდარინი, ქიშმიში და ნიგოზი, 15-20 წუთის შემდეგ დალიოთ ერთი ჭიქა ლიმნიანი წყალი, ხოლო 10-15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.