რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია

მაიკლ რუბინო, ამერიკელი 57 წლის მხატვარი,  თავის 19 შვილს შეხვდა. რომლებიც მისი სპერმის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ.  

 

"როდესაც გავხდი დონორი, ვიფიქრე, რომ შევხვდებოდი ორს, მაქსიმუმ სამს. დანახვისთანავე შემიყვარდა თითოეული მათგანი", - ჰყვება მხატვარი. 

 

ბიოლოგიურ შვილებს შორის ყველაზე უფროსი 21 წლისაა, ხოლო უმცროსი -16 წლის. 19 შვილიდან 11-ს მამის მსგავსი ცისფერი თვალები აქვს. 

 

რუბინოს თქმით, სპერმის დონორობით მას ფულის მიღებაზე მეტად, უშვილო წყვილების დახმარება სურდა. თავის ანკეტაში მას ეწერა, რომ არ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ მომავალ შვილებს მისი პირადი ინფორმაცია გაეგოთ, რათა შემდგომ ბიოლოგიური მამა მოეძებნათ.

 

ამის შესახებ Inside Edition-ი წერს. 

 

იხილეთ ვიდეო: