რას ნანობენ მომაკვდავი ადამიანები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ერთმა მედდამ გადაწყვიტა ჩაეწერა თუ რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ და ერთ-ერთი, რასაც ყველაზე ხშირად ნანობენ აღმოჩნდა «მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი».
დღევანდელი დღე ბოლო რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში, რას ინანებდით ყველაზე მეტად?

 

სიკვდილის წინ ადამიანები არ ნანობენ სექსის უკმარისობას ან აუსრულებელ ოცნებებს. ერთ-ერთმა პალიატიური დახმარების მედდამ, რომელიც მომაკვდავ ავადმყოფებს უვლიდა სიცოცხლის ბოლო წუთებში, ჩაიწერა თუ რას ნანობდნენ ყველაზე მეტად ეს ადამიანები სიკვდილის წინ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად, განსაკუთრებით კი მამაკაცები, ნანობდნენ იმას, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრს მუშაობდნენ.

 

ბრონი ვერი (Bronnie Ware) – არის ავსტრალიელი მედდა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა პალიატიური თერაპიის განყოფილებაში და ზრუნავდა მომაკვდავ პაციენტებზე მათი სიცოცხლის ბოლო 12 კვირის მანძილზე. მომაკვდავი ადამიანების გულახდილ საუბარს ის იწერდა თავის ბლოგში სახელად - Inspiration and Chai, რომელიც ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მან გაადწყვიტა გამოეცა წიგნი სახელად «The Top Five Regrets of the Dying» («მომაკვდავთა ხუთი მთავარი სინანული»).

 

 

ვერი წერს ცნობიერების ფენომენალურ სიცხადეზე, რომელიც ადამიანებს სიკვდილის წინ აქვთ, გვირჩევს მოვუსმინოთ მათ გულახდილ ნათქვამს და მივიღოთ ეს ცხოვრებისეულ გაკვეთილად. «როცა მე ვეკითხებოდი ადამიანებს, თუ რას ნანობდნენ ან რისი შეცვლა უნდოდათ ცხოვრებაში, მპასუხობდნენ ერთსა და იმავეს» - ამბობს ის.

 

ქვემოთ მოცემულია ხუთი რამ რაზეც მომაკვდავი ადამიანები ყველაზე ხშირად ნანობენ:

 

1. სამწუხაროა, რომ არ მეყო სიმამაცე საკუთარი თავის ერთგული დავრჩენილიყავი და არ მეცხოვრა ისე, როგორც სხვები ელოდნენ ჩემგან

 

«ამას ადამიანები ყველაზე მეტად ნანობენ. როცა ისინი ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება მალე დასრულდება და უკან იხედებიან, ხედავენ, თუ რამდენი ოცნება და ჩანაფიქრი დარჩათ რეალიზების გარეშე. ადამიანების უმრავლესობა თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი სურვილების ნახევარსაც კი ვერ უკეთებს რეალიზებას და მხოლოდ სიკვდილის წინ ხვდებიან, რომ ეს არის მათი არჩევანის შედეგი. ჯანმრთელობა იძლევა ისეთ თავისუფლებას, რომელზეც ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა იმ მომენტამდე, სანამ ის გაქრება».

 

2. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი
 

«მე ეს მსმენია პრაქტიკულად ყველა მამაკაცისგან, რომელსაც ვუვლიდი. ისინი წუხდნენ, რომ ბევრს მუშაობდნენ და ცოლ-შვილთან ნაკლებ დროს ატარებდნენ. ქალებიც ხშირად აღიარებენ ამას, თუმცა, რამდენადაც მათი უმრავლესობა უფროს თაობას მიეკუთვნებოდა, ჩემი პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდებოდა ოჯახის რჩენის ვალდებულების აღება საკუთარ თავზე. ამიტომ მამაკაცები უფრო ჭარბობდნენ ასეთი სინანულის გამომხატველთა რიცხვში და ისინი ძალიან ნანობდნენ, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი მუშაობას შეალიეს».

 

3. სამწუხაროა, რომ მე არ მეყო სითამამე გამომეხატა საკუთარი გრძნობები

 

«ბევრი ადამიანი მალავდა საკუთარ გრძნობებს და განცდებს გარშემომყოფებთან მშვიდი ურთიერთბის შესანარჩუნებლად. რის შედეგადაც მათი ცხოვრება იყო ჩვეულებრივი ყოფითი არსებობა და ამ მიზეზით ვერ გახდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც რეალურად სურდათ. ბევრ მათგანს განუვითარდა სხვადასხვა დაავადება, რაც გამოწვეული იყო დარდითა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით». 

 

 

4. სამწუხაროა, რომ ნაკლებად ვურთიერთობდი მეგობრებთან

 

«ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ ძველი მეგობრების ჭეშმარიტ ფასს მანამ, სანამ სიკვდილის პირას არ მივლენ ან როცა უკვე ძველი მეგობრების პოვნა შეუძლებელია. მომაკვდავი ადამიანებიდან ზოგიერთი იმდენად დაკავებული იყო პირადი ცხოვრების საკთხებით, პრობლემებით, რომ რაღაც მომენტში საუკეთესო მეგობრებთან კონტაქტს წყვეტდნენ. ისინი ძალიან ნანობდნენ იმას, რომ მეგობრობას არ უთმობდნენ ისეთ ყურადღებას, როგორსაც იმსახურებდა. სიკვდილის პირას მყოფ ყველა ადამიანს ენატრება თავისი მეგობრები».

 

 

 

5. სამწუხაროა, რომ მე არ ვაძლევდი საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას

 

«გასაოცარია, მაგრამ მომაკვდავი ადამიანები საკმაოდ ხშირად ნანობენ ამას. ბევრ მათგანს ბოლომდე არ ესმოდა, რომ ბედნიერება - არჩევანის საკითხია. ისინი მთელი ცხოვრება იცავდნენ ძველ წეს-ჩვეულებებს. კარგად ნაცნობი სიტუაციის ე.წ. კომფორტი ჟღენთავდა მათ ემოციებს და ფიზიკურ ცხოვრებას. ცვლილებების შიში აიძულებდა მათ სხვებისა და საკუთარი თავის წინაშე ეცრუათ, თითქოს კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით მაშინ, როცა გულის სიღრმეში ძალიან უნდოდათ გულიანად ეცინათ და საკუთარ ცხოვრებაში დაებრუნებინათ სითამამე და უშუალობა». 

 

 

თქვენ რას ნანობთ ყველაზე მეტად ახლა და რისი შეცვლა ან მიღწევა გინდათ მანამ, სანამ მომაკვდავი ადამიანის ადგილას აღმოჩნდებით?