რას კურნავს ლაზეროთერაპია
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ლაზერული თერაპია სხვადასხვა სახის დაავადების მკურნალობის განუყოფელი ნაწილი გახდა და მედიცინის სფეროს უმრავლესობაში შევიდა როგორც სამედიცინო დახმარების გაწევის ერთ-ერთი ფორმა.
ბიოლოგიურ პროცესებსა და ორგანიზმის სისტემაზე ზემოქმედებით, ლაზერის ინფრაწითელი სხივები ახდენენ ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას და ქსოვილების რეგენერაციას, ამაღლებენ ჟანგბადის მოხმარების დონეს, ამცირებენ ანთებითი ფაზის ხანგრძლივობას, ხსნიან დაჭიმულობისა და დაძაბულობის შეგრძნებას ქსოვილებში, აუმჯობესებენ ჰემოდინამიკას და სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, ააქტიურებენ და აუმჯობესებენ სისხლძარღვების კედლებით მნიშვნელოვანი ნივთიერებების ტრანსპორტირებას.
სხვათა შორის, თანამედროვე მედიცინიდან გამომდინარე, ლაზეროთერაპია ახალი მეთოდი სულაც არ არის. ის 50 წელზე მეტია რაც არსებობს, მუდმივად ვითარდება და წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ლაზეროთერაპია აქტიურად გამოიყენება რევმატოლოგიაში, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში
ასევე, ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ფეხის ქუსლის დეზი (პლანტარული ფასციიტი), ხერხემალშორისი დისკის თიაქარი.
ლაზეროთერაპიის ეფექტი: ხსნის ტკივილს, შესიებას, ანთებით პროცესს, ხელს უწყობს სახსარშორისი სითხის, ხრტილისა და ზედაპირის აღდგენას. ამასთან, ლაზეროთერაპიას არ ახლავს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც ანალგეტიკებს და არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს აქვთ, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმელებზე.
ყურადღება!
ლაზეროთერაპიის გამოყენება დაუშვებელია, როცა არსებობს კანზე სხვადასხვა წარმონაქმნები, რომლებიც მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, სისხლის დაავადებები, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ან გულ-სისხლძარღვთა მესამე სტადიის უკმარისობა.
ოტოლარინგოლოგიაში ლაზეროთერაპია გამოიყენება - როცა ხდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა გადიდებული ადენოიდები (მე-2 ან მე-3 ხარისხის), ოტიტი, სინუსიტი, ვაზომოტორული რინიტი ან მედიკამენტოზური რინოპათია, რაც უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად იყენებენ სისხლძარღვების შემავიწროვებელ წვეთებს.
ლაზეროთერაპიის ეფექტი: დაბალენერგეტიკული ლაზერული დასხვიებით ზემოქმედება ხელს უწყობს ისეთი მაღალი ეფექტის მიღებას, როგორიცაა მაგალითად ადენოიდიტისას რამოდენიმე სეანსის ჩატარების შემდეგ ცხვირით სუნთქვის აღდგენა და ცხვირ-ხახის ღრუში წარმოქმნილი ადენოიდური წანაზარდების შემცირება ან გაქრობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ადენოტომიის (ადენოიდების ამოჭრა) თავიდან აცილებას.
ვაზომოტორული რინიტისას ლაზეროთერაპია ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების კედლების ტონუსის აღდგენას, ჰაიმორიტისას - ჰაიმორული ღრუდან დაგროვილი ლორწოს დრენაჟს და გამოდევნას, ოტიტისას სწრაფად ხსნის ტკივილს და გართულების არსებობას გვამცნობს, ასევე აქტიურად ეხმარება სმენის აღდგენას მისი დაქვეითების შემთხვევაში.
ლაზერული თერაპია ქმედით დახმარებას უწევს ორგანიზმს სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის მკურნალობისას, აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას და ამდიდრებს მას ჟანგბადით, ამცირებს შეტევის სიხშირეს, წარმოქმნის ანტისტრესულ ეფექტს.
ფლებოლოგიაში ლაზეროთერაპია გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა ვარიკოზი, თრომბოფლებიტი, ტროპიკული წყლული.
ლაზეროთერაპიის ეფექტი: დაბალენერგეტიკული ლაზერული ზემოქმედება ხსნის შესიებას, ანთებას და ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ცირკულაციას, აძლიერებს ქსოვილების კვებას და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენით პროცესს, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ვადების 2-3-ჯერ შემცირებას.
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა