​რას გვეუბნებიან სიზმრები ჩვენს ცხოვრებაზე


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სიზმრების სპეციალისტი და ფსიქოლოგი იენ უოლესი ედინბურგიდან თავის ცნობილ წიგნში ,,100 ყველაზე გავრცელებული სიზმარი“ საუბრობს იმის შესახებ, რომ სიზმრები არსაიდან არ ჩნდებიან, ჩვენ თავად ვახდენთ გავლენას მათ წარმოქმნაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ სიზმრის რეჟისორები, მოქმედი გმირებიც და პროდუსერებიც. მეცნიერები ამბობენ, რომ დაახლოებით ხუთ სიზმარს ვნახულობთ ერთი ღამის განმავლობაში, რომლებიც გრძელდება 15-დან 40 წუთამდე. იმისთვის, რომ სიზმარი ავხსნათ, მისი დამახსოვრებაა საჭირო და ყურადღების მიქცევა, რას გვეუბნება ის ჩვენი ცხოვრების შესახებ.

 

არსებობს ხუთი ყველაზე გავრცელებული სიზმარი, ესენია:

 

1. სადღაც დაგვიანება

 

თქვენ დაისახეთ მიზანი და ამავდროულად გეშინიათ, რომ ვერ შეძლებთ მის შესრულებას.

სიზმარი შემდეგნაირია: თითქოს სადღაც აგვიანებთ, არ გყოფნით დრო, რომ რაღაც მოასწროთ, შეასრულოთ. დარბიხართ ქალაქში, თითქოს დროულად სადღაც უნდა მიხვიდეთ, სხვ.

ამისთვის კი უმჯობესია, დაფიქრდეთ თქვენი ცხოვრების მიზნების შესახებ, რას ვერ ასწრებთ და რისი გაუმჯობესებაა სასარგებლო. მიიღეთ რჩევა მეგობრებისა და ახლობლებისგან და გადაწყვიტეთ.

 

2. პოულობთ ცარიელ ოთახს

 

რეალურ ცხოვრებაში თქვენ დიდი შესაძლებლობები გეძლევათ

სიზმარი: დადიხართ იმ ბინაში, რომელიც შესაძლოა გეცნობათ, იქ ბავშვობა გაქვთ გატარებული, თუმცა პოულობთ კარს, რომელიც იქამდე არ შეგიმჩნევიათ და აღმოაჩენთ ცარიელ ოთახს.

ბინა თავად თქვენ ხართ ამ შემთხვევაში, რომელიც განასახიერებს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს (ჯანმრთელობა, სამსახური, სხვ.). როცა ცარიელ ოთახს გადააწყდებით, მაშინ დგებით რეალობის წინაშე, რამე შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოთ.

დაფიქრდით, იქნებ ასეთი შანსი გეძლევათ ცხოვრებაში და მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისად, ყველაფრის გაანალიზებით.

 

3. საჭის მართვის კონტროლის დაკარგვა

 

ნერვიულობთ ან სტრესის ქვეშ იმყოფებით

სიზმარი: მანქანას მართავთ, თუმცა საჭეს და სიჩქარეს ვერ იმორჩილებთ, ვერც აჩერებთ მანქანას, ყვირით  ბავშვივით, რადგან არაფერი შეგიძლიათ.

იქნებ რაღაც სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან გარემოებები შეიცვალა და თქვენს ყურადღებას უფრო მეტად საჭიროებს.

ნერვიულობა უფრო გაართულებს მდგომარეობას, უნდა მოძებნოთ მიზეზი, რაც გაწუხებთ და გადაწყვიროთ, როგორ გაუმკლავდეთ მას.

 

4. ვარდნა

 

კონტროლის დაკარგვა უკავშირდება ასეთი ტიპის სიზმრებს.

სიზმარი: რაღაც სიმაღლიდან ვარდნა, როგორც წესი, ასეთი სიზმრის ბოლოს გეღვიძებათ.

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ჩაძინებისას თქვენი კუნთების მოდუნებასა და შემდგომ გააქტიურებასთან. ასევე, ღრმა ძილის დროს ვლინდება მსგავსი შეგრძნება და რეალურ ცხოვრებაში კონტროლის დაკარგვასთან არის ასოცირებული.

ამ ყველაფრის მიზეზი ხშირად გადაღლაა, რაც სტრესს უკავშირდება ხოლმე. ამისთვის კი განტვირთვაა საჭირო.

 

5. ფრენა

 

იზრდება თავდაჯერებულობა და მზადყოფნა ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად

სიზმარი: ჰაერში ფრენა, რომელიც სასიამოვნოა და საშიშიც კი, რომელიც შეგიძლიათ ფრენა.

ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რაღაც სერიოზული დაბრკოლება გადალახეთ რეალურ ცხოვრებაში და ახლა სიმსუბუქის შეგრძნება თან გდევთ.

ეძებეთ ახალი შესაძლებლობები, ამბობს ფსიქოლოგი უოლესი. ახალი მიზნების მიღწევის დროა.