რა უნდა ვიცოდეთ„სინოფარმის“ ვაქცინაზე?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
სად იწარმოება?
„Sinopharm Group“ ჩინური სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც კორონა ვირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავებული ორი სახეობის ვაქცინას აწარმოებს. ამ ეტაპზე ცდები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ ტარდება, რადგან ჩინეთში COVID-19-ის შიდა გავრცელება ძალიან დაბალია. „Sinopharm Group“ იმ ორ ჩინურ კომპანიას შორისაა, რომლებმაც შესაბამისი დოზები, იმუნური რეაქციის გამოწვევის მიზეზით, უფრო ტრადიციული მეთოდის გამოყენებით დაამზადეს. ამ გზით დამზადებული ვაქცინების სწრაფად წარმოება უფრო რთულია და შესაძლოა მეტ გვერდით ეფექტს ჰქონდეს ადგილი, თუმცა დღეს „სინოფარმი“ თითქმის იმავე დადებითობის პროცენტური მაჩვენებელზეა, როგორსზეც „ფაიზერი“ ან „მოდერნა“.
ნაკლებად ეფექტურია?
ამ ეტაპზე „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ეფექტურობა 95%-ს აღწევს, ხოლო „ასტრაზენეკასი“ 70%-დან 90%-მდე გაიზარდა. გასულ თვეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, 30,000-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი „სინოფარმით“ მოხალისეობრივად აიცრა და შედეგებმა ამ ვაქცინის 86%-იანი ეფექტურობა დააადგინა. „Sinopharm Group“ -მა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ დაახლოებით 1 მილიონზე მეტ პაციენტი აიცრა მათი წარმოებული ვაქცინით და მსუბუქი გვერდითი ეფექტები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები მეტ გამჭირვალობას მოითხოვენ, რადგან მათი აზრით ტრადიციული გზით დამზადებული აცრა შესაძლოა, იმუნური სისტემისთვის უფრო მეტად საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
რომელი ქვეყნები იყენებენ?
„სინოფარმის“ ვაქცინა უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო 10 მათგანის ტერიტორიაზე კომპანია ცდების გვიანდელი ეტაპის კლინიკურ კვლევებს ატარებს. ამ სახემწიფოებს შორისაა: არგენტინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო და სხვ. აღსანიშნავია, რომ პერუში სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ შეჩერდა. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის გარეთ „სინოფარმით“ აცრის შესაძლებლობა დაუშვა. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებით ყოველკვირეულად ვაქცინას 100 000 მოხალისე იკეთებს. ბაჰრეინში ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია სამხედრო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, მას შემდეგ, რაც კლინიკურ კვლევებში 7 700 მოხალისე მონაწილეობდა. ვაქცინაცია ეგვიპტეშიც აქტიურად მიმდინარეობს. ოქტომბერში ჩინეთმა განაცხადა, რომ უერთდებოდა „Covax“ პორტალს, რომლის მიზანიცაა, კორონა ვირუსის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიზარდოს.