რა უნდა ვიცოდეთ ფსორიაზის შესახებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

რა არის ფსორიაზი?
 

ფსორიაზი ფართოდ გავრცელებული, კანის ქრონიკული ხასიათის მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მონომორფული, ანთებითი, ვარდისფერი, პაპულოზური გამონაყრითა და ელემენტების უხვი აქერცვლით. განვითარებულ ქვეყნებში ფსორიაზით დაავადებულია მოსახლეობის 1,5-2%. ფსორიაზი თანაბრად გვხვდება ქალებსა და კაცებში, და ვლინდება უმეტესწილად 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა, მისი საწყისი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. აღწერილია თანდაყოლილი ფსორიაზის შემთხვევებიც. ფსორიაზის დროს ავადმყოფის სიცოცხლის განმავლობაში კანზე მიმდინარე პროცესს აქვს განვრცობისა და დამძიმების ტენდეცია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ ცვლილებებს სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილში. როგორც აღვნიშნეთ, ის არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს პერიოდული რემისიები და გამწვავებები. ხშირად მწვავდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ფსორიაზის ზამთრის ფორმა), უფრო იშვიათად გაზაფხულ-ზაფხულში (ზაფხულის ფორმა). 

 

რა ცვლილებები ცვლილებები ახასიათებს ფსორიაზს? 
 

ფსორიაზის პათოგენეზში მნიშვნელოვანია ეპიდერმისის ინფილტრაცია ნეიტროფილებითა და TH-1 ტიპის T ლიმფოციტებით, რომლებიც იწვევენ კერატინოციტების პროლიფერაციას. აღსანიშნავია ფსორიაზით დაზიანებულ კანში არსებულ სისხლძარღვთა ცვლილებები. კერძოდ, ეს უკანასკნელი არის შეშუპებული, სისხლძარღვთა გაფართოებისა და ეპიდერმული უჯრედული ციკლის დარღვევების გამო (ეპიდერმული ჰიპერპლაზია). ფსორიაზის დროს აღინიშნება პარაკერატოზი, გარდა ამისა, ეპიდერმული უჯრედები ვერ ათავისუფლებენ ლიპიდების ადეკვატურ რაოდენობას, რაც ჩვეულებრივ აძლიერებს რქოვანას ადჰეზიებს. შედეგად წარმოიქმნება რქოვანას წებოვანი ფენა, რაც იწვევს ფსორიაზის ქერცლიან გამოვლინებას, რომლის ზედაპირი ხშირად ვერცხლის ქერცლებს წააგავს.

 

რა იწვევს ფსორიაზის განვითარებას და რა რისკფაქტორებს გამოვყოფთ? 
 

ფსორიაზის განვითარების დაზუსტებული მიზეზი არ არსებობს, ეტიოლოგია უცნობია, თუმცა, გარკვეულ როლი აკისრიათ გენეტიკურ (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა), შინაგან (ენდოგენური) და გარემო (ეგზოგენურ) ფაქტორებს. 

ფსორიაზი ასოცირდება ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენის (HLA) ზოგიერთ ალელთან (HLA-B27, HLA-B13, HLA-B17 და HLA-DR7), თუმცა, მათგან ყველაზე მეტად Cw6 (HLA-Cw6)-სთან. 

თუ ერთ-ერთი მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, ალბათობა იმისა, რომ შვილს განუვითარდეს დაავადება არის 8-15%, ხოლო ორივე მშობლის ფსორიაზით დაავადებისა, ალბათობა 40-65%-ით იზრდება. 

ფსორიაზის განვითარებაში, ასევე აღსანიშნავია იმუნური სისტემის მხრივ ცვლილებები, კერძოდ, ავტოიმუნური პროცესები და ამას ადასტურებს მკურნალობა იმუნოდეპრესანტებით, რომლის შედეგადაც სწრაფად დგება რემისიის პერიოდი. ავტოანტისხეულები, ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ ენდოგენურ ფაქტორებს.

 

ეგზოგენური, ანუ გარემო ფაქტორები:
 

ფსორიაზი ვითარდება დაავადებისადმი მიდრეკილებისა და გამღიზიანებლის (მაპროვოცირებელი ფაქტორის) თანაარსებობისას.

 

როგორ ვლინდება ფსორიაზი? 
 

დაავადება ჩვეულებრივ იწყება ნელა. პირველადი ელემენტია მოვარდისფრო-მოწითალო ან ნაჯერი წითელი ფერის ეპიდერმულ-დერმული პაპულა, რომელიც დაფარულია დიდი რაოდენობით მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლით. დასაწყისში პაპულებს აქვს სწორი მომრგვალებული მოხაზულობა, პროცესი იწყება წერტილოვანი პაპულების გამონაყარით, რომლებიც თანდათან ვრცელდება პერიფერიისკენ, დიდდება, გარდაიქმნება წვეთისებრ და მონეტისებრ ერთეულად, რომლებიც ერთიანდებიან და წარმოქმნიან ბალთებს. 

პაპულები შეიძლება გაჩნდეს კანის საფარის ნებისმიერ უბანზე, თუმცა, ფსორიაზის ჩვეული ლოკალიზაციაა: 

ხშირად შესაძლებელია ფსორიაზის პროცესში ჩაერთოს ფრჩხილები, იშვიათად, ლორწოვანი გარსი. ფსორიაზი გეოგრაფიულ რუკას მოგვაგონებს. 

   

ფსორიაზის სიმძიმის მიხედვით არსებობს:

 

ფსორიაზული გამონაყარის განვითარების სამ პერიოდს გამოყოფენ:

 

განასხვავებენ ფსორიაზის რამდენიმე კლინიკურ ფორმას, თუმცა იზოლირებულად ისინი იშვიათად გვხვდება, უმეტესად ადგილი აქვს რამდენიმე მათგანის, მაგალითად, ვულგარული ფსორიაზისა და ფრჩხილების ფსორიაზის, თანხვედრას.
 

 

როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტიკა?
 

ფსორიაზის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, მორფოლოგიური ელემენტების ტიპურ ლოკალიზაციას და სხვა. ფსორიაზზე ეჭვს ადასტურებს ე.წ. ფსორიაზული ტრიადა:

  1. პირველ ეტაპზე მოვფხეკთ ფსორიაზულ წითელ პაპულას, რომელზეც ქერცლი არ შეინიშნება. რაც უფრო მეტად მოვფხეკთ მას, მით უფრო სქელი ქერცლით დაიფარება;
  2. ქერცლის მოფხეკას რომ გავაგრძელებთ, გამოჩნდება აპკით დაფარული პაპულა. ამას ფსორიაზული აპკის ფენომენს ვუწოდებთ;
  3. აპკის მოცილებისას გამოჟონავს სისხლი, რაც მედიცინაში წერტილოვანი სისხლდენის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.

როგორ ვმკურნალობთ ფსორიაზს?
 

ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება:

ფსორიაზის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მის სტადიებზე, სიმძიმეზე, კლინიკურ გამოვლინებებზე. 

 

მიმდინარეობა და პროგნოზი

ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, როგორც აღვნიშნეთ, ის მიმდინარეობს გამწვავება-რემისიის მონაცვლეობით. რეციდივების საპროფილაქტიკოდ შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფსორიაზზე. ის არ არის გადამდები დაავადება. თანამედროვე მედიცინის წყალობით შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

ჩაეწერეთ ექიმთან „ავერსის კლინიკაში“ ონლაინ.