რა უნდა ქნა, როცა კბილი გტკივა?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

რა უნდა ქნა, როცა კბილი გტკივა? აფთიაქში გაქცევა არ მოგიწევს. ყველაფერი რაც გჭირდება, ალბათ სახლშიც გექნება. რა თქმა უნდა, ყველაზე სწორი და ლოგიკური გამოსავალი სტომატოლოგთან ვიზიტი, თან რაც შეიძლება მალე, რათა ზუსტად დადგინდეს ტკივილის მიზეზი და დაგენიშნოს ადექვატური მკურნალობა. მაგრამ სტომატოლოგთან მისვლამდე ხომ უნდა მივაღწიოთ? კბილი ხომ სპეციალისტთან ვიზტამდეც გვტკივა! აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ “ლაიფჰაკები”, რომლებიც ტკივილს დროებით მაინც გაგიყუჩებენ.

დაწყებამდე, წინასწარი მომზადებაა საჭირო. შეძლებისამებრ, გაიხეხე კბილები და/ან გამოიბანეთ პირი სუფთა, თბილი წყლით - ეს გაზრდის ტკივილგამაყუჩებლების ეფექტურობას.

შემდეგ:
 

გამოივლე პირში მარილიანი წყლი...

ალბათ ბებიებისგან ხშირად მოგისმენია ეს მეთოდი. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბებიები მართლები არიან. მარილიან წყალს მართლაც შეუძლი ტკბილის ტკივილის გაყუჩება.
 

... ან წყალბადის ზეჟანგით

ერთი შეხედვით უცნაური რჩევაა, თუმცა ეფექტური. როგორც მარილს, მასაც დეზინფექციის უნარი აქვს, რაც ხელს უწყობა ტკივილის განეიტრალებას.


მიიდე ცივი კომპრესი ლოყაზე

გარდა ტკივილის შემსუბუქებია, სიცივეს შეუძლია შეშუპებისა და ანთების შემცირება. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება მებისმიერი ტკივილის დროს. ამისათვის საკმარისია სულ რაღაც 10-20 წუთი.


დაღეჭე ნიორი

ეს სპეციფიკური მეთოდი მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. და, ზოგადად, საკმაოდ გონივრული მეთოდია. ნიორი არა მხოლოდ ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ანთებას, არამედ ამსუბუქებს ტკივილსაც.


გააკეთე კარნაციის ზეთის კომპრესები

მეთოდი საკმაოდ ეგზოტიკურია, მაგრამ იქნებ შემთხვევით სახლში კარნაციის ზეთი “გიგდია”? თუ ასეა, მაშინ გილოცავ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი გქონია. მას შეუძლია ტკივილის სრულად გაქრობა და ასევე მიკრობების განადგურებაც! არ დაწვე თუ კი მაინც გინდა წამოწოლა, მაშინ დაიდე ბალიში ზურგის ქვეშ, რათა ზედა მხარე წამოწეული გქონდეს.


მიიღე სააფთიაქო ტკივილგამაყუჩებელი

ეს, ალბათ, ყველაზე აშკარა და მოსახერხებელი ვარიანტია, თუ ტკივილი მაშინ დაგეწყო, როდესაც ქუჩაში ხარ და ახლოს აფთიაქებსაც ხედავ.

 

თუმცა დაიმახსოვრე - შეიძლება ტკივილს გაექცე, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია!

 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი