რა შეიძლება ისწავლოთ თქვენი 5 წლის შვილისგან
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ თქვენ წესრიგი გიყვართ, კარადაში ტანსაცმელი ფერებისა და ფორმის მიხედვით გიკიდიათ, ხოლო თაროებზე წიგნები იდეალური სისწორით გილაგიათ - იცოდეთ, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ, მოგიწევთ დაივიწყოთ უზადო სისუფთავე, წესრიგი და პერფექციონიზმი.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ჩვევას, რომლებსაც თქვენი პატარა გოგონებისგან ისწავლით და მიეჩვევით კიდეც:
1. წვრილმან ნაგავზე ფეხის გადაბიჯება
2. ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭლის დატოვება - ზოგჯერ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს
3. თეფშზე კერძის მცირე ულუფის დადება
4. შემდეგ ამ ულუფის სანახევროდ დატოვება
5. საკუთარი გეგმების შეცვლა
6. საკუთარი გეგმების არქონა
7. სწრაფად ჩაცმა და ქუჩაში მაკიაჟის გარეშე გასვლა, მაშინაც კი, თუ მანამდე სხვა რამეს გეგმავდით
8. გასაწმენდი სარეკეებისა და ავეჯისთვის გულგრილად გვერდის ჩავლა
9. ასევე გულგრილობის გამოჩენა მაშინ, როცა თქვენი პატარა «გეხმარებათ» მათ დასუფთავებაში
10. სახლის ერთბლივი «დასუფთავების» გმირულად გადატანა - მგონი აქამდე არმაგედონის შესახება არც არაფერი იცოდით არა?
11. სახლიდან გასვლამდე დაუბანელ-დაუვარცხნელად ყოფნა. ასე ალბათ მანამდე არასოდეს მოქცეულხართ არა?
12. იატაკის იშვიათად მოწმენდა, მაქსიმუმ კვირაში ერთხელ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობ.
13. გადასაფარებლის გარეშე გაწყობილ მაგიდასთან დაჯდომა - თუმცა, შეიძლება ეს ადრეც არ გაწუხებდათ...
14. საკუთარი ნივთების ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას ნახვისას სიმშვიდის შენარჩუნება: მაგალითად, მაისურების თოჯინებზე, ფეხსაცმელების საწოლის ქვეშ, მაკრატლის... - შესაძლოა ის საერთოდ ვერც ნახოთ
15. წიგნის კითხვა მულტფილმის ფონზე, ხოლო კითხვის შუა გზაზე გაწყვეტა, ერთი თავის ბოლომდე დაუსრულებლად.
16. ზოგადად საქმის შუაზე გაწყვეტა
17. საცვლების დაუთოვებაზე უარის თქმა!
18. ბავშვის ტანსაცმლის დაუთოვებაზე უარის თქმა, უბრალოდ ვერც კი მოასწრებთ მათ რეცხვა-უთოობას, ისეთი სისწრაფით დაგჭრდებათ გამოცვლა...
19. ჯერ ყველაზე გემრიელი რამის შეჭმა, თან რაც შეიძლება სწრაფად
20. ბევრი ტკბილეულის ჭამა - მათ გადანახვას უკვე აზრი არ აქვს...
21. კარის ღიად დატოვება. ზოგჯერ გასაღებით გარედან. სახლიდან გასვლა-შემოსვლა ახლა უფრო მეტ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ვიდრე გასეირნება და მაღაზიაში გასვლა.
22. ფეხსაცმლის გასუფთავება სახლიდან გასვლის წინ და არა რეგულარულად, რადგან უკვე აღარ გაინტერესებთ
23. კვირაში ერთხელ ახალი საპნის, კბილის პასტის და ტუალეტის ქაღალდის რულონის გამოღება, რადაგნ ამაზე მეტხანს უკვე აღარ გეყოფათ
24. სტრატეგიული მარაგის ქონა იმავე მიზეზის გამო სახლში გამოლეული მარაგის შესავსებად
25. ბავშვის ტანსაცმელზე ლაქებისთვის მშვიდად ყურება, მათ შორის საკუთარ სამოსზეც... ბავშვთა სამყაროში სხვანაირი „მოდაა“
26. მოულოდნელი სტუმრების დახვედრა და თავის მართლების დავიწყება დაულაგებელი სახლისა და მოუმზადებელი კერძების გამო
27. ძილის წინ საწოლთან ორი ჭიქა წყლის დადება - მერე სადაო რომ არ გახდეს ვინ დალია წყალი ბოლომდე
28. მშვიდად მიღება იმ ფაქტისა, როცა თქვენი პატარა გოგონა თავისით ჭრის პროდუქტებს და გაწვდით ყველაზე გემრიელ ნაჭრებს
29. კომოდზე აუარება საბავშო წიგნების ატანა, და არამარტო საბავშვო. ზოგჯერ ბავშვები ინტერესდებიან უფროსებისთვის განკუთვნილი წიგნებითაც - ამაზე საერთდ კრინტი არ უნდა დაძრათ!
30. კონსტრუქტორით აწყობილ სახლებსა და იატაკზე დაყრილ დარჩენილ ნაწილებს შორის მანევრირება ისე, რომ ფეხი არ დაგისხლტეთ
31. საწოლის ქვეშ წვრილმანი ნაგავის შეყრა
32. მშვიდად შეხვდეთ და დაივიწყოთ თავის მოვლისა და მაკიაჟის ის საშუალებები, რომლებიც დროულად არ გადამალეთ: საცხები, პომადები, მარკერები და ა.შ.
33. ზაფხულობით თოვლის ბაბუის ან ფიფქიას ფორმის ორცხობილების მომზადება
34. ხვევნა-კოცნას მაშინ, როცა წებვადი ხარ ტკბილეულის ჭამისგან
და რაც ყველაზე მთავარია: იმის მიღება, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ადრე.