რა სარგებლობა მოაქვს ნაყინს?!
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
იაპონელი მეცნიერების აზრით ნაყინით საუზმობა გონებისთვის სასარგებლოა.
აი, რატომ მიყვარს იაპონელი მეცნიერები!
ინტერნეტში ძალიან მარტივად იპოვი ისეთ სტატიებს, რომლებიც გასწავლიან თუ, როგორ უნდა ისაუზმო ჯანსაღად და ორგანიზმისთვის სასარგებლოდ. ზოგი მათგანი შეგაშინებს, ზოგი გაგაოცებს, ზოგი კიდევ სასაცილოდაც არ გეყოფა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემი სტატია ყველაზე მეტად მოგეწონება!
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელის შედეგებიც “Body and soul”-ში გამოქვეყნდა, ნაყინით საუზმობა ადამიანის ინტელექტუალ განვითარებას უწყობს ხელს.
დიახ, არ მოგესმა! თუ კი შენ დილაობით ამ ცივი გემრიელობით ისაუზმებ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო რამესაც იზამ.
კვლევა ტოკიოში ქარინის უნივერსიტეტიში პროფესორი იოშიჰიკო კოგას ხელმძღვანელობით ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეთა ერთი ნაწილი ყოველ დილით ნაყინს მიირთმევდა, ხოლო მეორე ჩვეულებისამებრ საუზმობდა.
საუზმის შემდეგ მონაწილეები კომპიუტერებთან ტესტებს წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, მოხალისეთა პირველი ნაწილი (ნაყინით ვინც საუზმობდა) ბევრად უფრო თავისუფლები და ლაღები იყვნენ. გარდა ამისა ისინი უფრო მარტივად კონცეტრირდებოდნენ საგამოცდო საკითხებზე, რის გამოც უფრო სწრაფად და სწორად წერდნენ ტესტებს.
პროფესორი კოგას თქმით, ნაყინი სასარგებლო ზეგავლენას ახდენს კონცენტრაციაზე და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას. კვლევებს რომ თავი დავანებოთ, ისედაც ნათელია, რომ ნაყინში მართლაც არის რაღაც ჯადოსნური. ალბათ იმიტომაც გვიყვარს ის ბავშვობიდანვე ასე ძალიან. შეიძლება ეს ყველაფერი ემოციების დონეზეა და რეალურად სწორედ აქედან მოდის მისი სასარგებლო თვისებებიც... თუმცა ესეც კვლევის საკითხია, რომელზეც პროფესორებმა უნდა იმსჯელონ.
მანამდე კი: დაიწყე ყოველი დილა ნაყინით!
პ.ს. დარწმუნებული ვარ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ არასოდეს დაგავიწყდება/დაგეზარება დილით საუზმობა
მონახეთ ექიმები: 5000+ ექიმი
მონახეთ კლინიკები : 1000+ კლინიკა