რა მოხდება თუ კი მოწევას თავს დაანებებ?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რახან შენი ჯანმრთელობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, გთავაზობ რამდენიმე არგუმენტს, რათა დაგაჯერო, რომ მოწევას ახლავე უნდა თავი დაანებო:
- ბოლო ღერის მოწევიდან ზუსტად 20 წუთის შემდეგ, შენი პულსი და წნევა დაეცემა, ხოლო ტემპერატურა ხელებსა და ფეხებში პირიქით - მოიმატებს.
- სიგარეტზე თავის დანებებიდან 8-12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალურამდე დაიწევა და პირდაპირი მნიშვნელობით ამოისუნთქებ.
- 24 საათის შემდეგ გულის შეტევის რისკი საგრძნობლად შემცირდება.
- 48 საათის შემდეგ შეამჩნევ, რომ სუნისა და გემოების მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდი.
- ბოლო სიგარეტიდან 2-3 კვირაში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება. სიარულიც გაგიმარტივდება. ხველა და ხიხინიც გაქრება. 3 თვის შემდეგ კი სიგარეტის ლორწო გაქრება შენი ფილტვებიდან.
- ცხრა თვის შემდეგ დაღლილობის შეგრძნებაც და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაქრება. ფილტვები კი თითქმის მთლიანად აღდგება (თუ აღსდგება?).
- ერთი წლის შემდეგ, გულის დაავადებათა და გულის შეტევის განვითარების რისკი განახევრდება.
- 5-15 წლის შემდეგ თქვენი სხეული მთლიანად გაჯანსაღდება.
- დაახლოებით 15 წლის შემდეგ შენი მდგომარეობა ისეთი იქნება, თითქოს არც არასოდეს მოგიწევია.
მოძებნე შესაბამისი ექიმები: 5000+ ექიმი
მოძებნე შესაბამისი კლინიკები: 1000+ კლინიკა