რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა სქესობრივი ურთიერთობის დაწყებამდე?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
თუ სქესობრივად აქტიური ხართ და განსაკუთრებით - მუდმივად ერთი პარტნიორი არ გყავთ, ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ აქტის დროს თავი უნდა დაიცვათ და პერიოდულად გარკვეული სახის ტესტირებები ჩაიტაროთ. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყვილი ურთიერთობას ახლა იწყებს, რადგან თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანი შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მატარებლები იყოთ და ამის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად დაავადების რაიმე ნიშანი ან სიმპტომი არ ვლინდება, ამიტომ ბოლო წლებია ექიმები მოგვიწოდებენ, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების პროფელაქტიკას. საინტერესოა, რა ტიპის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო ან რამდენ ხანში ერთხელ უნდა ესტუმროთ კლინიკას? ეს ყოველივე წყვილის ასაკზე, სქესობრივ აქტივობაზე და სხვა რისკ-ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამასთანავე თუ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით გამოკვლევა გჭირდებათ, თქვენც და თქვენმა პარტნიორმაც ექიმი აუცილებლად გააფრთხილეთ, რადგან როგორც წესი, ყოველ ჯერზე გინეკოლოგთან ან უროლოგთან სტუმრობისას სგგდ-ზე ტესტირება არ ტარდება.
ქლამიდია და გონორეა
გამოკვლევები ყოველწლიურად ჩაიტარეთ, თუ:
- 25 წლამდე სქესობრივად აქტიური ქალი ხართ
- 35 წელზე უფროსი ქალი ხართ და სგგდ-ის რისკი გაქვთ
- მამაკაცი ხართ და სექსი მამაკაცთან გაქვთ
- აივ ინფექცია გაქვთ
- საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გქონდათ სქესობრივი კავშირი
ექიმები ქლამიდიას და გონორეას შარდის ანალიზის საშუალებით ადგენენ ან სპეციალურ ტამპონს (ბამბიან ჩხირს) ათავსებენ მამაკაცების შემთხვევაში პენისის შიგნით, ხოლო ქალებში -საშვილოსნოს ყელიდან. მნიშვნელოვანია, რადგან თუ ნიშნები და სიმპტომები არ გაქვთ, შესაძლოა, არც იცოდეთ, რომ ინფექცია არ გაქვთ.
აივ ინფექცია, სიფილისი, ჰეპატიტი
მედიკოსები გვირჩევენ, რომ თუ ხართ მოზარდი ან 18-დან 65 წლამდე, აივ ინფექციაზე ტესტირება ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ. 1945-1965 წლებში დაბადებულ ადამიანებში C ჰეპატიტის შემთხვევები ძალიან მაღალია და ხშირად დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.
აღნიშნულ დაავადებებზე ტესტირება უნდა მოითხოვოთ, თუ:
- სხვა სგგდ-ებზე დადებითი პასუხი მიიღეთ
- ბოლო ტესტის შემდეგ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი გყავდათ (ან თქვენს პარტნიორს ყავდა ბევრი პარტნიორი)
- გამოყენეთ ინტრავენური მედიკამენტები
- ორსულად ხართ ან დაორსულებას აპირებთ
- საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გქონდათ სქესობრივი კავშირი
ექიმები სიფილისს სისხლის ანალიზის საშუალებით ადგენენ ან სპეციალურ ტამპონს (ბამბიან ჩხირს) ათავსებენ მამაკაცების შემთხვევაში პენისის შიგნით, ხოლო ქალებში - საშვილოსნოს ყელიდან. აივ ინფექცისა და ჰეპატიტის შესამოწმებლად კი სისხლის ანალიზი გამოიყენება.
გენიტალიური ჰერპესი
დღეს ჰერპესის გამოსავლენი კარგი სკრინინგის ტესტი არ არსებობს, გარდა ამისა, ამ ინფექციით დაავადებულთა უმეტესობას რაიმე სიმპტომი არასდროს აქვს, მაგრამ გადაცემა ჩვეულებრივაა შესაძლებელი. სისხლის ანალიზის დროსაც შედეგები ყოველთვის სწორი არ არის. ზოგიერთ მათგანს შეუძლია ჰერპესის ორი ძირითადი ტიპის განსხვავება: პირველი სახეობის დროს გამონაყარი ძირითადად სხეულის სხვადასხვა ნაწილშია, განსხვავებით გენიტალიური ჰერპესისგან, რომელიც სასქეს ორგანოებზეა ლოკალიზებული.
HPV
ადამიანის პაპილომავირუსის გარკვეულმა ტიპებმა (HPV) შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კიბო ან გენიტალიური გამონაყარი გამოიწვიოს. ბევრი სქესობრივად აქტიური ადამიანი HPV-ით ინფიცირდება, მაგრამ სიმპტომები არასდროს უვითარდებათ. ვირუსი, როგორც წესი, 2 წლის განმავლობაში ქრება.
მამაკაცების შემთხვევაში სპეციალური გაიდლაინი არ არსებობს, თუმცა ქალებში HPV ტესტირება მოიცავს:
- პაპ ტესტს, რომლითაც საშვილონოს ყელს ამოწმებენ და მისი ჩატარება 21-დან 65 წლამდე ქალებში რეკომენდირებული 3 წელწადში ერთხელაა.
- HPV ტესტს, რომელსაც 30 წელზე უფროსი ასაკის ქალები ყოველ 5 წელწადში ერთხელ იკეთებენ პაპ ტესტთან ერთად, თუ წინა ტესტების შედეგები ნორმალური იყო.
HPV-ზე შემოწმებას შეუძლია ქალების და მამაკაცების სხვადასხვა ტიპის კიბოსგან დაცვა.
როგორ მოვიქცეთ დადებითი პასუხის შემთხვევაში?
თუ სგგდ-ზე დადებითი პასუხი მიიღეთ, შემდეგი ნაბიჯი ექიმთან ერთად მკურნალობის პროცესის დაგეგმვაა. გარდა ამისა, ეს ფაქტი აცნობეთ თქვენს პარტნიორსაც, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა მკურნალობა მხოლოდ თქვენ არ მოგიწიოთ. ნუ გაგიკვირდებათ თუ სირცხვილის, გაბრაზების ან შიშის გრძნობა მოგეძალათ, ეს ბუნებრივია, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ტესტირებით და დაავადების გამოვლენით სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.