რა არის თავის ტვინის სიმსივნე?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რა არის თავის ტვინის სიმსივნე?
თავის ტვინის სიმსივნე ტვინის უჯრედების პათოლოგიური დაყოფისა და გამრავლების შედეგად განვითარებული წარმონაქმნია. ტვინს საკმაოდ რთული ანატომიური აგებულება აქვს, მისი სხვადასხვა ნაწილები, სხვადასხვა ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელნი.
ტვინის სიმსივნე კი ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, იქნება ეს მისი დამცავი გარსი თუ მისი ფუძე, ღერო, სინუსები, ცხვირის ღრუ და სხვა. იმის მიხედვით თუ რომელი ქსოვილისგან წარმოიქმება, განარჩევენ 120 ტიპამდე ტვინის სიმისვნეს.
რამდენად ხშირია თავის ტვინის სიმსივნეები და არის თუ არა ისინი საშიში?
არსებობს თავის ტვინის კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები, ზოგჯერ, ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნესაც შეუძლია დააზიანოს ჯანმრთელი ნაწილები ან სულაც გადაიზარდოს ავთვისებიანში, ამიტომ ორივე შემთხვევას სჭირდება ყურადღება და ექიმის ჩართულობა.
რა განსხვავებაა ტვინის დაზიანებასა და ტვინის სიმსივნეს შორის?
თავის ტვინის სიმსივნე არის ტვინის დაზიანების სპეციფიკური ფორმა, თავის ტვინის ყველა სიმსივნე, თავის ტვინის დაზიანებაა, თუმცა ყველა დაზიანება არ არის სიმსივნე. დაზიანება შეასძლოა იყოს ინსულტით, ფიზიკური დაშავების შედეგად, ენცეფალიტით, არტერიოვენური მალფორმაციებით გამოწვეული.
ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები (კიბო)
ტვინის სიმსივნე შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი, რომელსაც კიბოს სახელითაც მოიხსენიებენ . ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე იზრდება ნელა, აქვს მკაფიო საზღვრები და იშვიათად ვრცელდება სხვა უბნებზე, თუმცა მას მაინც შეუძლია დააზიანოს ტვინის სხვა უბნები, რაც რიგ შემთვევაში იწვევს დისფუნქციებს.
ის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მდებარეობს სასიცოცხლო ზონაში (vital area), შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, იშვიათ შემთვევაში კი კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიანად. კეთილთვისებიანი სიმსივნეებია: მენoნგიომა. სმენის ნერვის ნევრინომა, ჰიპოფიზის ადენომა.
თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს, ზოგჯერ „კიბოსაც“ ვეძახით, ისინი როგორც წესი, სწრაფად იზრდებიან, შეიჭრებიან ტვინის ჯანსაღ უბნებში და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნიან, იმ ცვლილებების გამო რომლებსაც ორგანიზმში იწვევენ. ავთვისებიანი სიმსივნეებია: ყნოსვითი ნეირობლასტომა, ქონდროსარკომა, მედულობლასტომა.
პირველადი და მეორეული ანუ ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები
თავის ტვინის პირველადი სიმსივნე, არის სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება თავის ტვინში.
მათგან ყველაზე ხშირია: მენანგიომა და გლიომა. ძალიან იშვიათად, ეს სიმსივნეები შეიძლება გაიფანტოს და გავრძელდეს თავის ტვინისა და ზურგის სხვა ნაწილებში. თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები, რომლებსაც ასევე უწოდებენ ტვინის მეორეულ სიმსივნეებს, არის ავთვისებიანი, ისინი წარმოიქმნება სხეულისა სხვა ნაწილში ან ორგანოზე და შემდეგ მეტასტაზების სახით ვრცელდება თავის ტვინში.
ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები დაახლოებით ოთხჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ტვინის პირველადი სიმსივნეები. მათ შეუძლიათ სწრაფად გამრავლება და ტვინის სხვა ქსოვილში გავრცელება.
სიმსივნის ტიპები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს თავსი ტვინში არის:
- ძუძუს კიბო;
- მსხვილი ნაწლავის კიბო;
- თირკმლის კიბო;
- ფილტვის კიბო;
- მელანომა (კანის კიბო).
ტვინის სიმსივნეების ადგილმდებარეობები:
ტვინის სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს ტვინის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ არის რამდენიმე ადგილი, სადაც სპეციფიური სიმსივნეები წარმოიქმნება:
- მენინგიომა - წარმოიქმნება თავის ტვინის დამცავ გარსში;
- ჰიპოფიზის სიმსივნეები - ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში;
- მედულობლასტომის სიმსივნე - წარმოიქმნება ცერებრუმიდან ან ტვინის ღრუდან;
- თავის ქალის ფუძის სიმსივნეები - ვითარდება თავის ტვინის ქვედა მხარეს, რომელსაც თავის ტვინის ფუძე ეწოდება.
თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები:
თავის ტვინი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, თითოეული სხვადასხვა ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები განსხვავდება ტვინის ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგალთად, თავის კანა ნაწილში განლაგებულმა თვინის სიმსივნემ, შესაძლოა გამოიწვიოს მოძარობის, სიარულის, წონასწორობისა და კოორდინაციის პრობლემები, თუ სიმსივნე გავლებას ახდენს ოპტიკურ (pathway)- ზე, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები. სიმსივნის ზონა და ზრდის ტემპიც უდიდეს გავლენას ახდენს სიმპტომებზე.
ყველაზე გავრცელებული სიმტომებია:
- თავის ტკივილი
- კრუნჩხვები
- საუბრის და აზრის დალაგების პრობლემები
- ქცევის პრობელმები
- სისუსტე, დაბუჟება, დამბლა სხეულის რომელიმე მხარეს
- წონასწორობის დაკარგვა, თავბრუსხვევა, არაასტაბილურობა
- სმენის დაკარგვა
- მხედველობის პრობლემა
- დაბნეულობა და ორიენტაციის პრობლემები
- მეხსიერების პრობლემები
შეიძლება თავის ტვინის სიმსივნე მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე?
თავის ტვინის სიმსივნე ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული სიმსივნე მოზრდილებში - მენინგიომა, ხშირად ისე ნელა იზრდება, რომ მისი სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება. სიმსივნეებმა შეიძლება არ დაიწყოს სიმპტომების გამოწვევა მანამ, სანამ არ გახდებიან საკმარისად დიდი, რომ ხელი შეუშალონ თავის ტვინის ჯანსაღ ქსოვილებს.
თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევი მიზეზები და რისკფაქტორები:
ექიმებმა არ იციან რატომ გარდაიქმნდება ზოგიერთი უჯრედი, სიმსივნურ უჯრედად. შეიძლება ადამიანის გენების ან გარემოს ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ან თუნდაც ორივე ფაქტორის შედეგად. რისკფაქტორები შეიძლება იყოს:
- სიმსივნეები, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილებიდან ვრცელდება;
- ის მდგომარეობები, რომლებიც იწვევს გარკვეულუი უჯრედების გადაჭარბებულად წარმოებას;
- რადიაცია.
არის თუ არა თავის ტვინის სიმსივნე გენეტიკური?
გენეტიკა თავის ტვინის სიმსივნის შემთვევაში ძალიან მცირე როლს თამაშობს, თუმცა ზოგიერთი მემკვიდრეობითი მდგომარეობა აყენებს ინდივიდებს სიმსივნის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ, მათ შორის:
- ნეიროფიბრომატოზი;
- ფონ ჰიპელ-ლინდაუს დაავადება;
- ლი-ფრაუმენის სინდრომი;
- ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი;
- ლინჩის სინდრომი;
- ბაზალური ნევუსის სინდრომი (გორლინის სინდრომი);
- ტუბეროზული სკლეროზი;
- კაუდენის სინდრომი.
თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკა:
თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ მოიცავს, ნერვოლოგიურ გამოკვლევას, თავის ტვინის ვიზუალიზაციასა და ბიოფსიას. ნერვოლოგიური გამოკვლევა შესაძლოა მოიცავდეს ისეთი ფუნქციების შესაფასებას, როგორებიცაა: სმენა, მხედველობა, რეფლექსები,
გამოიყენება ვიზუალიზაციის სხვაადასხვა ტექნიკა მათ შორის CT კვლევა, MRT კვლევა. ზოგჯერ ანგიოგრამა და რენტგენოგრაფია, ზემოთჩმოთვლილი კვლევები გამოიყენება სიმსივნის იდენთიფიცირებისთვის, მისი ადგილმდებარეობის დასადგენად.
თავის ტვინის სიმსივნის შეფასება:
თავის ტვინის სიმსივნის ხარისხი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. ბიოფსიის ნიმუშის გამოყენებით, პათანატომი შეისწავლის სიმსივნეს მიკროსკოპით, რათა დადგინდეს მისი ხარისხი.
თავის ტვინის სიმსივნის შეფასება ხდება 1-4-მდე სტადიის მინიჭებით:
(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიმსივნის შეფასების სისტემა)
I სტადიის ტვინის სიმსივნე:
- კეთილთვისებიანი;
- ნელა მზარდი;
- არის გამოჯანმრთელების მაღალი შანსები;
- იშვიათად მოზრდილებში.
II სტადიის ტვინის სიმსივნე
- შედარებით ნელა იზრდება;
- ზოგჯერ ვრცელდება ახლომდებარე ჯანმრთელ ქსოვილზე და მეორდება;
- ზოგჯერ ვითარდება, როგორც უმაღლესი ხარისხის სიმსივნე.
III სტადიის ტვინის სიმსივნე
- ავთვისებიანი (კიბო);
- აქტიურად მრავლდება პათოლოგიური უჯრედები;
- სიმსივნე ვრცელდება თავის ტვინის ახლომდებარე ნორმალურ ნაწილებში;
- მიდრეკილია გადაიზარდოს მაღალი ხარისხის სიმსივნეში.
IV სტადიის ტვინის სიმსივნე
- ავთვისებიანი;
- ყველაზე აგრესიული;
- სწრაფად იზრდება;
- ადვილად ვრცელდება ტვინის ახლომდებარე ჯანმრთელ ნაწილებში;
- აქტიურად ამრავლებს პათოლოგიურ უჯრედებს;
- სიმსივნე აყალიბებს ახალ სისხლძარღვებს სწრაფი ზრდის შესანარჩუნებლად;
- სიმსივნეებს ცენტრში აქვთ მკვდარი უჯრედების უბნები (ე.წ. ნეკროზი).
ცვალებადობა
თავის ტვინის სიმსივნის სტადია შეიძლება შეიცვალოს და გადაიზარდოს უფრო მაღალ სტადიაში, ხშირად მიზეზის გარეშე. ასევე შესაძლებელია, რომ ბიოფსიის ნიმუში არ იყოს მთლანი სიმსივნის ხასიათის შემცველი, რაც იწვევს არაზუსტ დიაგნოს, სიმსივნის სტადიის კუთხით. დაბალი სტადიიდან, მაღალ სტადიაზე ცვალებადობა, უფრო ხშრიად ხდება ბავშვებში.